მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) ეხმიანება ზოგიერთ მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ სიახლე, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტთა ხელშეწყობის მიზნით ინერგება, წარმოჩენილია დეზინფორმაციულ კონტექსტში, რაც სრულიად შეგნებულად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ KIU მუდმივად ორიენტირებულია მაღალი ხარისხის ევროპული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე და ინფრასტრუქტურის, აკადემიური გარემოსა და სტუდენტური სერვისების გაუმჯობესებაზე. სწორედ განვითარების ნაწილია უნივერსიტეტში სტუდენტური საცხოვრებლის განახლებული საფასო პოლიტიკის დანერგვა, რომელიც მომავალ წელს, 2026 წლის გაზაფხულის სემესტრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების ამოქმედებამდე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღიაა დიალოგისთვის და მუდმივად მზად არის უპასუხოს სტუდენტთა თითოეულ შეკითხვას, მოისმინოს მათი მოსაზრებები და რეკომენდაციები, განიხილოს მათი საჭიროებები და იმუშაოს შესაძლო გადაწყვეტილებებზე, რომლებიც უკეთესი და მრავალფეროვანი სტუდენტური გამოცდილების შექმნას შეუწყობს ხელს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საცხოვრებელ კამპუსებში მოქმედი ტარიფები 5 წლის წინ , იმ დროისთვის არსებული საბაზრო ფასების ანალიზის საფუძველზე დადგინდა. ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირებისა  და ხარისხიანი საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებისთვის, ისევ და ისევ ბაზრის ანალიზზე  დაყრდნობით შემუშავდა დაბალანსებული, ყველაზე ოპტიმალური ახალი საფასო მოდელი, რომელიც იმ მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურასა და მომსახურებებს ისახავს მიზნად, რომელსაც სტუდენტები ყოველდღიურად იყენებენ. 

უმნიშვნელოვანესია ის გარემოება, რომ  უნივერსიტეტში მოქმედებს „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდი“, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიაში გაიცემა სწავლისა და საცხოვრებლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება, ასევე ყოველთვიური სტიპენდიები. გრანტები მოიცავს როგორც აკადემიურ და სოციალურ მიმართულებებს, ასევე თანადაფინანსებისა და ინსტიტუციურ კატეგორიებს. მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია ასევე რექტორისა და აკადემიური სტიპენდიები.

უნივერსიტეტი ყოველი ახალი სასწავლო წლისთვის უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსებას, რათა ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს „ბაკალავრიატის სტუდენტური გრანტების ფონდიდან“ გრანტის მიღება. ამასთან, გაიზარდა GPA-ს მოთხოვნა, რაც მიზნად ისახავს სტიპენდიების მინიჭებას განსაკუთრებით მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებისთვის მათი მოტივაციის კიდევ უფრო მეტად გაზრდის და სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით.

ასევე, ხაზგასასმელია, რომ KIU-ს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი საუნივერსიტეტო კამპუსია, რომელიც მოიცავს თანამედროვე სასწავლო და საცხოვრებელ კორპუსებს, ბიბლიოთეკას, საკონფერენციო სივრცეებს, კაფეტერიებს, სპორტულ მოედნებსა და რეკრეაციულ ზონებს. სტუდენტური საცხოვრებელი აღჭურვილია ერთი და ორადგილიანი ოთახებით, აუდიტორიებით, სპორტული დარბაზით, კინო და მუსიკალური ოთახებით, ჭადრაკის კლუბით, სარეცხი და საშრობი ზონებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი და ექიმის კაბინეტი. ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა KIU-ს ყველა სტუდენტისთვის უფასოა. ისინი გათავისუფლებულნი არიან ყველა კომუნალური გადასახადისგან და უზრუნველყოფილი არიან უფასო Wi-Fi-ით.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა