მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7173.7
0.0006
flag
AZN 1.5281
-0.0002
flag
CNY 38.921
0.0012
flag
EUR 2.9137
-0.0026
flag
GBP 3.4762
-0.0022
flag
KZT 57.99
-0.001
flag
TRY 0.0523
-0.0001
flag
USD 2.5973
-0.0003
news banner

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„დოკუმენტს ხელი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მოაწერეს.

ღონისძიებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ლევან კოპალიანი, KIU-ს სკოლებისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მემორანდუმი მიზნად ისახავს KIU-ს ფსიქოლოგიის და სოციალური მეცნიერებების სკოლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და გრძელვადიანი სასწავლო პრაქტიკის შესაძლებლობების შექმნას.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ კვალიფიციური კადრების მომზადებასა და გადამზადებას, რაც უმაღლესი განათლების მიღების განუყოფელ, პრაქტიკულ კომპონენტს წარმოადგენს. ამასთანავე, პარტნიორობა მიზნად ისახავს სამინისტროს სისტემაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურებების მიმართულებით ადამიანური რესურსების განვითარებას.

თანამშრომლობის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ პროფესიული და პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, რეალური გამოცდილების მიღებასა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ორმხრივი თანამშრომლობა, თავისი არსით, ორიენტირებულია სამინისტროს სისტემის შესაბამის საჭიროებებზე მორგებული სპეციალისტების მომზადებასა და სათანადო საკადრო რეზერვის ფორმირებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქარელისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია იწყება

22.10.2026.19:41

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისში და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში საჯარო სკოლების აღდგენას იწყებს. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებთან.

პროექტის ფარგლებში მოხისის და საყულიის სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად განახლდება საკლასო და ადმინისტრაციული ოთახები. მოეწყობა გათბობის, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემები.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ორივე სკოლაში მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის უსაფრთხო და კეთილმოწყობილი გარემო შეიქმნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა