მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7271.4
-0.0059
flag
AZN 1.5726
-0.0007
flag
CNY 39.395
0.0044
flag
EUR 3.1124
0.0104
flag
GBP 3.6067
0.0163
flag
KZT 56.56
-0.0003
flag
TRY 0.0585
0
flag
USD 2.6732
-0.0012
news banner

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

news image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და პროკრედიტ ბანკს შორის თანამშრომლობა დაიწყო, რომელიც ეკომეგობრული ინიციატივებისა და მწვანე პოლიტიკის მხარდაჭერას, ასევე სტუდენტებისთვის კარიერული და სტაჟირების შესაძლებლობების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

KIU-მ პროკრედიტ ბანკის წარმომადგენლობით ვიზიტს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა კამპუსზე ელექტრომობილების დამტენი სადგურების გახსნის ცერემონია, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და საჯარო ლექცია.

პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, KIU-ს ტერიტორიაზე ელექტრომობილების დამტენი სადგურები დამონტაჟდა. სადგურები KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა, პროკრედიტ ბანკის გენერალურ დირექტორთან, ალექსი მატუასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას უნივერსიტეტისა და ბანკის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვიზიტისას გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. დოკუმენტს ხელი KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და პროკრედიტ ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი მატუამ მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში, KIU და პროკრედიტ ბანკი ერთობლივად განახორციელებენ საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პრაქტიკულ პროექტებს, რომლებიც გარემოს დაცვის, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების გამოყენებისა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხია სტუდენტთა კარიერული შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა და სტაჟირების პროგრამების შეთავაზება.

ვიზიტის დასასრულს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა, თემაზე: „მდგრადი განვითარება, თანამედროვე საბანკო სექტორი და ახალგაზრდების კარიერული შესაძლებლობები“. ლექციას პროკრედიტ ბანკის გენერალური დირექტორი ალექსი მატუა და ბანკის მდგრადი განვითარების განყოფილების უფროსი ალექსანდრე ჯაშიაშვილი უძღვებოდნენ. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მწვანე პოლიტიკის, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ. მხარეებმა აღნიშნეს, რომ განათლებისა და ბიზნესსექტორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მდგრადი და ეკომეგობრული გარემოს შექმნაში. სტუმრები, ასევე, გაეცნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ულტრათანამედროვე კამპუსს, რომელიც მოიცავს მსოფლიო სტანდარტის უნიკალურ აკადემიურ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას, გასართობ და რეკრეაციულ სივრცეებს.

KIU, როგორც მდგრადი განვითარების საუნივესიტეტო სივრცე, აქტიურად უჭერს მხარს ინოვაციური, გარემოზე ორიენტირებული ეკო პროექტების განხორციელებას, ხოლო პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, უკვე მრავალი წელია ახორციელებს ეკოლოგიურ და ენერგოეფექტურ ინიციატივებს საქართველოში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეროვნული ბანკი 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს

25.05.2026.17:37

საზედამხედველო პოლიტიკის გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საჯარო კონსულტაციებისთვის 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის გამოქვეყნების მიზანი ახალი სტრატეგიული ციკლის ფორმირების პროცესში ფინანსური სექტორისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფაა.

საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის, მიმდინარე და მოსალოდნელი ტენდენციების, პრაქტიკაში გამოვლენილი საჭიროებების, დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების და სხვა არაერთი შესაბამისი ფაქტორის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026-2028 წლებისთვის შემდეგი საზედამხედველო პრიორიტეტები განსაზღვრა:

  • საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებთან დაახლოება;
  • საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების მიზნით რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • ფინანსური ინოვაციების განვითარება, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა;
  • ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება;
  • მომავალზე ორიენტირებული ზედამხედველობის გაძლიერება და ინკლუზიურობის ზრდა.

აღსანიშნია, რომ ეროვნული ბანკის 2026-2028 წლების საზედამხედველო პრიორიტეტების მიმართ საფინანსო სექტორისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების, მოლოდინებისა და ზოგადად მიმდინარე გამოწვევებზე ხედვის გაზიარების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა შესაბამისი კითხვარი გამოაქვეყნა. ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ჩართულ მხარეებს არაერთი საინტერესო მოსაზრებისა და რეკომენდაციის გაზიარებისთვის. მიღებული უკუკავშირი დეტალურად იქნა გაანალიზებული და რიგი საკითხები გათვალისწინებული იქნა საზედამხედველო პრიორიტეტებისა და შესაბამისი აქტივობების ფორმირებისას. აღსანიშნავია, რომ ის საკითხები და წინადადებები, რომლებიც თავისი შინაარსით სცდებოდა საზედამხედველო სტრატეგიის ფარგლებს, გაზიარდა ეროვნული ბანკის შესაბამის მიმართულებებთან.

ეროვნული ბანკი აქტიურად განაგრძობს მუშაობას 2026-2028 წლების საზედამხედველო სტრატეგიაზე, ასევე, თითოეული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული აქტივობების რეალიზაციაზე. ამასთან, ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანია საზედამხედველო სტრატეგიის სამუშაო ვერსიასთან დაკავშირებით საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისა და დაინტერესებული პირების მოსაზრებების გაგება. აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ დოკუმენტთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები 2026 წლის 9 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: supervisorystrategy@nbg.gov.ge

წინამდებარე განხილვის ეტაპის დასრულების შემდგომ, მიღებული უკუკავშირი კიდევ ერთხელ დეტალურად გაანალიზდება, რის საფუძველზეც დოკუმენტი საბოლოოდ ფორმირდება და გამოქვეყნდება ეროვნული ბანკის ვებგვერდზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა