მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7177.9
0.0017
flag
AZN 1.5313
-0.0007
flag
CNY 38.817
-0.001
flag
EUR 2.9169
-0.0088
flag
GBP 3.443
0.0038
flag
KZT 56.95
-0.0098
flag
TRY 0.053
0
flag
USD 2.6032
-0.0007
news banner

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

news image
mbc image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენციას - „ალგებრა, ანალიზი და გამოყენებები“ და ასევე, საერთაშორისო საზაფხულო სკოლას - „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისთვის“ მასპინძლობს. მასში, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველი სტუდენტები და მეცნიერები მონაწილეობენ.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ლევან კოპალიანმა და KIU-ს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, პროფესორმა ალექსანდრე მესხმა. სიტყვით გამოვიდნენ, ასევე, KIU-ს მათემატიკის სკოლის დეკანი რამაზ ბოჭორიშვილი და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის დეკანი ნიკა გაგუა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, როგორც ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის (კანადა) აფილირებული წევრი, პირველად მასპინძლობს კანადელ მათემატიკოსებს. კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მეცნიერები წარმოადგენენ დარგის უახლეს შედეგებს ალგებრის, ანალიზისა და მათი გამოყენებების მიმართულებებით. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ხელოვნური ინტელექტის წინაშე არსებულ გამოწვევებს. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობა - „შპრინგერის“ სამეცნიერო ლიტერატურის გამოფენა. გამოფენილი წიგნები უსასყიდლოდ გადაეცემა KIU-ს ბიბლიოთეკას.

მათემატიკის წლევანდელი საერთაშორისო კონფერენცია KIU-ს სტუდენტებისთვის გამორჩეულია. წელს პირველად პარალელურ ფორმატში გაიხსნა რეგიონალური საზაფხულო სკოლა - „მათემატიკა ხელოვნური ინტელექტისათვის“. ამ სკოლის ფარგლებში ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ლექციებს წაუკითხავენ დარგის წამყვანი მეცნიერები. საზაფხულო სკოლის საუკეთესო სტუდენტებს გამომცემლობა „შპრინგერი“ ფასიანი ვაუჩერებით დააჯილდოვებს, რომლითაც შესაძლებელი იქნება უნიკალური სამეცნიერო ლიტერატურის შეძენა.

აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XVI საერთაშორისო კონფერენციის სატელიტ კონფერენციას, KIU-ში მეორედ იმართება. საერთაშორისო კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი, KIU-ს მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლები, ფილდსის მათემატიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი (კანადა).
საერთაშორისო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა KIU-ში 10 სექტემბერს დასრულდება.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებს

05.10.2026.18:31

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4% ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, სექტემბერში 3.5% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 3.7%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • აგვისტოში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების წლიური ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით დაჩქარდა და 14.8% შეადგინა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.1 პპ-ით გაიზარდა და 43.2% შეადგინა
  • აგვისტოში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.2% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 4.3%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. აგვისტოს იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონელმა განაპირობა, რომლის კონტრიბუციამ მთლიან იმპორტში 5.6 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - საქონლის ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და 752.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგვისტოში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა დაფიქსირდა ყველა დანიშნულების სასაქონლო ჯგუფში
  • აგვისტოს მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 613.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 8.1 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა