მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7176.8
0
flag
AZN 1.5463
-0.0001
flag
CNY 38.807
-0.001
flag
EUR 2.9931
-0.0044
flag
GBP 3.5025
-0.0097
flag
KZT 55.11
-0.0093
flag
TRY 0.0555
-0.0001
flag
USD 2.6285
0
news banner

ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

„ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი ულტრათანამედროვე ლაბორატორიებით“- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.

ავთანდილ კასრაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ქუთაისში გაჩნდა ადგილი, სადაც მომავალი არის არა მხოლოდ სასაუბრო თემა — არამედ იქცა ყოველდღიურ საქმედ.

მისივე განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში ათასობით ბენეფიციარს, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სტარტაპ ინკუბატორი, პრე-აქსელერატორი, ტექნოლოგიური კვირეულები, ინოვაციური ბანაკები, ჰაკათონები, ვორქშოპები, ტრენინგები და ასობით სხვადასხვა ტიპისა და მიმართულების საგანმანათლებლო და საკონკურსო ღონისძიებები.

„ტექნოლოგიური პარკი არის ჰაბის ბირთვი, სადაც ინტერესი უკვე გადადის საკუთარი ხელით პროდუქტების შექმნაში. ჰაბში თავს იყრის რობოტიკისა და ავტომატიზაციის, დრონების, ელექტრონიკისა და IoT სისტემების, AI მოწყობილობების, FabLab-ის, 3D პროტოტიპირების, STEAM ლაბორატორიებისა და ვირტუალური რეალობის სტუდიის ინფრასტრუქტურა. ამ ყველაფრიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო რობოტიკა, რადგან ის ერთ სივრცეში აერთიანებს თითქმის ყველაფერს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიას ქმნის: მექანიკას, ელექტრონიკას, პროგრამირებას, სენსორებს, დიზაინს და გუნდურ მუშაობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რობოტიკა არის ადგილი, სადაც ცოდნა იწყებს მოძრაობას. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება დაიწყოს მომავალი ინჟინერის, პროგრამისტის, კონსტრუქტორის, მკვლევარის ან ტექნოლოგიური მეწარმის გზა“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

მისივე განმარტებით, ქუთაისის ტექნოლოგიურ პარკში წარმოდგენილია ყველა საჭირო ინსტრუმენტი ინოვაციური ბიზნესის მხარდასაჭერად იდეიდან - საერთაშორისო ბაზრებამდე.

„ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა სტარტაპებისა და მეწარმეობის სივრცეები, coworking ზონები, საკონფერენციო ინფრასტრუქტურა, ტრენინგებისა და შეხვედრების ოთახები, Growth Hub და საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების სწავლებისა და გადამზადების ცენტრი. ეს ყველაფერი ჰაბს აძლევს მეორე ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას - ტექნოლოგიური ცოდნის პრაქტიკაში და ეკონომიკაში გამოყენების შესაძლებლობას. ხაზს გავუსვამ იმ ფაქტსაც, რომ შენობაში განთავსდება საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ოფისები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მნიშნელოვანი ინსტრუმენტი გახდება.“ - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.

ქუთაისის მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან- ინოვაციურ ბიზნესამდე - ავთანდილ კასრაძე

24.07.2026.23:21

„ქალაქ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინა და გახდა ადგილი, სადაც ერთ მისამართზე ერთიანდება განვითარების სრული გზა: ინტერესიდან — უნარამდე, უნარიდან — პროტოტიპამდე, პროტოტიპიდან — ინოვაციურ ბიზნესამდე” - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ესწრებოდნენ.

მრავალფუნქციური სივრცე ეკოსისტემაში აერთიანებს განათლებას, მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და თანამედროვე კვლევით ინფრასტრუქტურას. პროექტი წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას ტექნოლოგიურ განვითარებაში და მიზნად ისახავს ქვეყნის, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის პოზიციის გაძლიერებას.

ღონისძიების ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას ავთანდილ კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში არსებულ ინტერაქციულ-სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუზეუმის მისიაა ადამიანების შთაგონება ექსპერიმენტისთვის, სამყაროს გასაგებად და პასუხისმგებლიანი მოქმედებისთვის.

„ბავშვს, მოსწავლეს, მშობელს, სტუდენტს, მასწავლებელს და ნებისმიერ ვიზიტორს, მეცნიერებასთან პირველი შეხება აღარ ექნება მხოლოდ წიგნიდან. მას შეეძლება საკუთარი ხელით გამოსცადოს მოძრაობა, ხმა, სინათლე, ძალა, ენერგია, ლოგიკა, ელექტროობის ძირითადი პრინციპები. ასეთ სივრცეში ცნობისმოყვარეობა აღარ არის აბსტრაქტული სიტყვა — ის გარდაიქმნება გამოცდილებად.“ - აღნიშნა GITA - ს თავმჯდომარემ.

ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის ინტერაქციული, სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში. მუზეუმის კონცეფცია ეფუძნება თანამედროვე სამეცნიერო ცენტრების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და ვიზიტორებს მეცნიერების შესწავლის შესაძლებლობას ინტერაქციული ექსპერიმენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით სთავაზობს. პირველ ეტაპზე, მუზეუმში წარმოდგენილია 50 თანამედროვე ექსპონატი, მათ შორის ნაწილი შერჩეული და დამზადებულია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლონეთის კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით. ექსპოზიცია აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, მექანიკის, ოპტიკის, ელექტრომაგნეტიზმის, ასტრონომიის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების თემატიკას.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში ასევე განთავსდა TUMO-ს ცენტრი — მსოფლიოში აღიარებული კრეატიული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო მოდელი, რომელიც უკვე მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ქალაქში წარმატებით ფუნქციონირებს. როგორც ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, მოდელი აერთიანებს თვითსწავლებას, ვორქშოპებს და პროექტულ ლაბებს და ამ ყველაფერს აწყობს პერსონალურ სასწავლო გზად.

TUMO კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ერთდროულად 1200-მდე მოსწავლის ჩართულობას უზრუნველყოფს. ცენტრი ახალგაზრდებს სთავაზობს მსოფლიოში აღიარებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომელიც აერთიანებს პროგრამირებას, რობოტიკას, თამაშების შექმნას, ანიმაციას, დიზაინს, 3D მოდელირებას, ვიდეოწარმოებასა და სხვა ციფრულ დისციპლინებს. აღსანიშნავია, რომ პროგრამა არის სრულიად უფასო და ექსკლუზიურად 12-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა