მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ქუთაისქალაქობა 2025 - წელს, დღესასწაულს თიბისიც უერთდება

news image
mbc image

გვირილობის საგაზაფხულო დღესასწაულში, რომელიც ქუთაისში ყოველწლიურად იმართება, წელს, მონაწილეობას თიბისიც მიიღებს და შევეცდებით, ადგილობრივებს ეს დღე უფრო გავულამაზოთ. ქუთაისელები ხომ გვირილობას განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნავენ. ეს მხოლოდ ერთი დღე არ არის - ეს მოგონებებია ბავშვობაზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე და გაზაფხულზე, რომელიც ქალაქში ყოველთვის ცოტა ადრე შემოდის. 

არაფერი სჯობს გაზაფხულზე ქუთაისს. გვირილობა ხომ ბუნების, ქალაქის და ხალხის დღესასწაულია. ქუთაისი ამ დღეს თავის წარსულსა და აწმყოს აერთიანებს. შენ კი, გიწვევს, რომ გახდე ამ სიხარულის ნაწილი. 

აქ იმაზე მეტი სითბოა, ვიდრე ქალაქის გული დაიტევს.

აქ ერთიანდება ტრადიცია, თანამედროვეობა, ემოცია, სიხარული, მოგონებები და იმედი. 

აქ ადგილობრივები და სტუმრები ერთად ზეიმობენ. 

წელსაც, ტრადიციულად, ქალაქის ისტორიულ ცენტრში 12:00 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებები, სპორტული და საბავშვო აქტივობები, სპექტაკლები. 

გულწრფელად გვიხარია, რომ წელს, თიბისი ამ ყველაფრის ნაწილი გახდება და ადგილობრივებსა და ქალაქის სტუმრებს ბრენდირებულ საჩუქრებსა და მოსასვენებელ სივრცეს შესთავაზებს. 

ამასთან, არ გამოტოვოთ თიბისის 2 მაისის შეთავაზება: გადაიხადე ქუთაისქალაქობაზე ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან/და ერთგული საკრედიტო ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 20%, მაქსიმუმ 30 ლარი მომენტალურად, სულ 20 ობიექტში. აქცია ვრცელდება მხოლოდ ღონისძიების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებში. აქციაში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენჯერმე. 

გელოდებით ქუთაისში! 

 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა