მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.8
-0.005
flag
AZN 1.537
-0.0033
flag
CNY 38.931
-0.0026
flag
EUR 3.0364
-0.0002
flag
GBP 3.5359
0.005
flag
KZT 57.34
0.0005
flag
TRY 0.0539
-0.0003
flag
USD 2.6126
-0.0054
news banner

ქვეშეთი-კობის პროექტის მთავარი ბენეფიციარი მოსახლეობაა - ეს გზა შენდება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის l რევაზ სოხაძე

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი–კობის მაგისტრალური გზის პროექტის მნიშვნელობაზე, მშენებლობის მიმდინარეობასა და ხარისხის კონტროლზე ისაუბრა.

„ქვეშეთი-კობის გზა ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და, საინჟინრო თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე რთული და საინტერესო პროექტია. მისი დასრულების შემდეგ თბილისიდან სტეფანწმინდამდე მგზავრობის დრო დაახლოებით საათ-ნახევრამდე შემცირდება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გუდაურის მიმართულებით გადაადგილება და პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, პროექტის მთავარი ბენეფიციარი მოსახლეობაა და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია როგორც პროექტის მიმდინარეობის, ისე მშენებლობის პროცესში გამოვლენილი საკითხების შესახებ.

„ეს გზა შენდება ჩვენი მოსახლეობისთვის და ქვეყნისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, როდესაც პროექტზე ვსაუბრობთ, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ მშენებლობის მიმდინარე სამუშაო პროცესი და საბოლოო მიღება-ჩაბარება. ბუნებრივია, მედიის მხრიდან კრიტიკული კითხვები უნდა არსებობდეს, მაგრამ დასკვნის გაკეთებამდე საკითხი სიღრმისეულად უნდა იყოს შესწავლილი. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა, ჟურნალისტებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ადგილზე დეტალურად გავაცნოთ მიმდინარე პროცესები - დასამალი არაფერი გვაქვს“, — აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

რევაზ სოხაძემ პროექტის კონტრაქტორთან არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს კონტრაქტორთან აქვს შენიშვნები როგორც სამუშაოების ვადებთან, ისე ცალკეულ შემთხვევებში ხარისხთან დაკავშირებით.

„ვერ ვიტყვით, რომ კონტრაქტორთან პრობლემები არ გვაქვს. გვქონდა გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა და გვაქვს შენიშვნები ხარისხთან მიმართებით. ამ საკითხებზე კონტრაქტორთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ჩვენი ამოცანაა, ყველა არსებული პრობლემა სამუშაო პროცესში სათანადოდ მოგვარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტი 2028 წლის ბოლოსთვის დასრულდება“, - განაცხადა მინისტრმა.

ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში შენდება საინჟინრო თვალსაზრისით გამორჩეული ნაგებობებიც. მათ შორისაა 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდი, რომლის მშენებლობაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.

„ეს არის უნიკალური საინჟინრო ნაგებობა - 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდი, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს. ასეთი მასშტაბისა და სირთულის პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივი კონტროლი და ყველა გამოვლენილ საკითხზე დროული რეაგირება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის განცხადებით, ხარისხის კონტროლის მიმართულებით სამინისტრო ერთნაირი პრინციპით მოქმედებს ყველა პროექტზე, მათ შორის საერთაშორისო კონტრაქტების შემთხვევაშიც.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებში პრობლემები არ არსებობს. პირიქით - სადაც პრობლემა გამოვლინდა, ამაზე საჯაროდ ვისაუბრეთ და შესაბამისი რეაგირებაც მოვახდინეთ. რამდენიმე პროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ხარისხის საკითხებზე, სისხლის სამართლის საქმეებიც აღიძრა. ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს სამინისტრო ან საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაიმეს დამალვას ცდილობს, საფუძველს მოკლებულია. ჩვენი მიდგომაა, პრობლემა გამოვლინდეს, შეფასდეს და მასზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდეს“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

რევაზ სოხაძის თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„ძალიან კარგია, რომ ხარისხის საკითხით საზოგადოებაც და მედიაც აქტიურად ინტერესდება. ჩვენ ამ თემაზე საუბარი დიდი ხნის წინ დავიწყეთ და ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში აშენებული ინფრასტრუქტურა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო. ამ პროცესში ღია ვართ თანამშრომლობისთვის, ინფორმაციის მიწოდებისა და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს

04.09.2026.17:15

მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. გამოცემის მიზანია ფართო საზოგადოებას ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზი ოპერატიულად მიაწოდოს. ანგარიშში წარმოდგენილი ანალიზი ამ ეტაპზე არსებულ უახლესს ინფორმაციას ეყრდნობა.

ძირითადი ტენდენციები

ინფლაცია

  • აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 5.6% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით ფასების საერთო დონემ 0.4%-ით მოიმატა
  • საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მერყევ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, აგვისტოში 3.6% შეადგინა
  • მომსახურების ინფლაცია 4.4%-ს გაუტოლდა

საბანკო სექტორი

  • ივლისში, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, სესხების ზრდის ტემპი 0.2 პპ-ით გაიზარდა და წლიური მაჩვენებელი 14.7%-ს გაუტოლდა
  • დეპოზიტების დოლარიზაცია ივლისში 0.5 პპ-ით შემცირდა და 43.2% შეადგინა
  • ივლისში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციამ 41.3% შეადგინა

საგარეო სექტორი

  • იმპორტი - საქონლის იმპორტი წლიურად 5.8%-ით გაიზარდა და 1.7 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ივლისში იმპორტის ზრდა ძირითადად შუალედური მოხმარების საქონლის იმპორტის ზრდამ განაპირობა, რომლის წვლილმა 6.5 პპ შეადგინა
  • ექსპორტი - ექსპორტი 30.0%-ით გაიზარდა და 793.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ივლისში საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის წლიური ზრდა ძირითადად სამომხმარებლო (15.4 პპ წვლილით) და შუალედური მოხმარების (13.8 პპ წვლილით) საქონლის ექსპორტის ზრდამ განაპირობა. ასევე გაზრდილია საინვესტიციო საქონლის ექსპორტიც (0.8 პპ წვლილით)
  • ივლისის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები 404.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. რეზერვების მთლიანმა მოცულობამ კი ისტორიულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და 7.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "პუბლიკაციების" რუბრიკაში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა