რა ღირს საქართველოს უნივერსიტეტებში ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლა
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ეკონომიკის ფაკულტეტზე (ბაკალავრი) სწავლის წლიური ფასი უნივერსიტეტების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა უმაღლესი სასწავლებლებს უმეტესობას წლიური ტარიფი 2024-2025 სასწავლო წელს 2250 ლარი აქვს.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ეკონომიკის მიმართულებით უმაღლესი ცოდნის მიღება ყველაზე ძვირი სტუდენტისთვის „კავკასიის უნივერსიტეტშია“, სადაც ქართულენოვან და ინგლისურენოვან სექტორზე სწავლის წლიური საფასური 8990 ლარია,
რა ღირს სწავლა ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში:
სხვა სიახლეები
ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა
05.06.2026.17:19
გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.
ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.
ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.