გიორგი მარიამიძე | რა მიმართულებებს სთავაზობს Skillwill Swiss College სტუდენტებს
მიმდინარე კვირის ეკონომიკური კალენდარი
გიორგი მარიამიძე Skillwill Swiss College-ის დამფუძნებელი
მეორადი ჩარიცხვები | რას ნიშნავს სიახლე აბიტურიენტებისთვის და ვის შეუძლია ამ შესაძლებლობის გამოყენება
რა მიმართულებებს სთავაზობს Skillwill Swiss College სტუდენტებს | მოთხოვნადი პროფესიები
სტარტაპ და საერთო სამუშაო სივრცეები Skillwill Swiss College-ში | როგორ იყენებენ ამ სივრცეებს სტუდენტები
Skillwill Swiss College-მა განათლების სამინისტროსთან ერთად ახალი პროფესიული სტანდარტები შეიმუშავა | საჭიროება
სხვა სიახლეები
საქართველო ცდილობს, დაზღვევის სფეროში მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს - დავით ონოფრიშვილი
04.11.2026.22:35
საქართველო ცდილობს, დაზღვევის სფეროში მაქსიმალურად მიუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, - ამის შესახებ, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ონოფრიშვილმა განაცხადა.
„დაზღვევის სფერო მნიშვნელოვანი სფეროა, ფინანსური სფეროა და, ცხადია, მსოფლიოში დიდი ყურადღება არის მიქცეული ამ სფეროზე, განსაკუთრებით განვითარებულ ქვეყნებში. დაზღვევა ბევრად ადრე იყო, ვიდრე ბანკები არსებობდნენ, ისე, საზოგადოებამ რომ იცოდეს, და ბევრ ქვეყანაში დაზღვევის მიერ არის დაფუძნებული ბანკები. ასე რომ, ეს უძველესი სფეროა და, ცხადია, დაზღვევის გარეშე დღეს ეკონომიკა არ მუშაობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. ჩვენთანაც დაიძრა და ციფრები თქვენ უჩვენეთ მოსახლეობას, რომ დაზღვევის სფერო არის მზარდი და ეს გასაგებია, იმიტომ რომ რეზერვი და რესურსი საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია.
ზოგადად, ყველა ქვეყანაში არის თავისებური ზედამხედველი, რეგულატორი, რომელიც რეგულაციას უწევს დაზღვევის სფეროს. მე უფრო მარტივად ასე ვადარებ, რომ მოსახლეობამ, უფრო მაყურებელმა, გაიგოს: როგორც ეროვნული ბანკი ზედამხედველობს საბანკო სექტორს, საბანკო სფეროს, არის კანონი, გამოსცემს შესაბამის თავის ნორმატიულ აქტებს, რითაც რეგულირებას უწევს საბანკო სისტემას, ასევე სადაზღვევო სფეროში უმეტეს ქვეყნებში, თითქმის ყველგან, არის სადაზღვევო რეგულატორი ან, თუ რეგულატორის დონის არა, სადაზღვევო ზედამხედველი, რომელიც ასევე უშვებს კანონზე დაფუძნებულ შემდგომ შესაბამის რეგულაციებს თავის სფეროში.
დაზღვევის ზედამხედველობებს აქვთ თავიანთი დიდი მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიოს ზედამხედველთა ასოციაცია, რომელიც ყოველწლიურად ხვდება წლიურ შეხვედრაზე, მაგრამ, გარდა ამისა, ის ძალიან აქტიურად მუშაობს ფაქტობრივად ყოველთვიურად. შექმნილია კომიტეტები, ერთ-ერთი კომიტეტის წევრი მეც გახლავართ. სამი კომიტეტია სულ და ამ ასოციაციის მიერ ხდება მსოფლიო დაზღვევის განვითარების პერსპექტივების განხილვა, მიმდინარე პრობლემები რა არის. შემუშავებულია უამრავი დოკუმენტები, მათ შორის მთავარი არის ICP - ძირითადი პრინციპები დაზღვევის, რომელიც თამაშის წესებია ამ ასოციაციის მიერ შემუშავებული, რომელსაც ყველა ქვეყანა გარკვეულწილად უნდა დაექვემდებაროს. დაძალებით არავინ დაგაძალებს, მაგრამ როცა სხვა ამ წესებით თამაშობს, შენ თუ არ ითამაშებ, შენ თამაშგარემოხდები და ეს წესები არის დემოკრატიული და მისაღები ზოგადი პრინციპები. ამის შემდეგ უკვე თვითონ კანონმდებლობას ყველა თავის ქვეყანაში თვითონ აკეთებს.
და აი, ამ დიდ ასოციაციას აქვს 200-ზე მეტი იურისდიქცია, სადაც ზედამხედველობა ვრცელდება. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველა შტატშია თავისი ზედამხედველი, ანუ ერთი ფედერალური დონის ზედამხედველი არ არის. ამიტომ 51-ივე შტატში, როცა გუბერნატორის არჩევნები არის, ის ირჩევს, მაგალითად, ზედამხედველს. ასე რომ, სხვა ქვეყნებშიც არის ესეთი შიდა განაწილებები და ჯამში 200-მდე იურისდიქციაა. და რადგანაც ყველა გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, არის აღმასრულებელი კომიტეტი, 30-35 ადამიანია. ხუთი ქვეყანა პირდაპირ არის - საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია, შვეიცარია და სხვები არის მონაცვლეობით. და ყველა კონტინენტს აქვს თავისი ორი ადგილი დაახლოებით: აფრიკიდან 2 წევრია, ლათინურ ამერიკიდანაც ორი წევრია, ჩინეთს, იაპონიას პირდაპირი წევრობა აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ხუთ შტატს აქვს და თვითონ ირჩევენ, რომელი ხუთი იყოს, და იქაც მონაცვლეობაა. და ევროპაში ამ ხუთი წევრის გარდა თვითონ ევროკავშირს აჰყავს საზედამხედველო დონე. და დანარჩენი მთელი ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა, ამიერკავკასია, ცენტრალური აზია - 28 ქვეყანაა და 28 ქვეყანაში ორი კვოტა არის და იმ კვოტაში ვარ საქართველოდან. საქართველოს არ აქვს, მე ამირჩიეს. მეორე არის სლოვენიელი კოლეგა. 2 წელი ვიყავი და ახლა კიდევ შემდგომ არჩევაზე მეორედაც ამირჩიეს. ეტყობა, მთლად ცუდად არ მიმუშავია.
საქართველო პატარა ბაზარია, მოგეხსენებათ. შედარება ახლა რომელიმე ევროპის ქვეყანასთან შეუდარებელია, თან განვითარების თვალსაზრისითაც განვითარებადი ქვეყნების სტატუსით ვართ იქ, ნახევარი იმ 200-დან და 100 ეგეთია. მაგრამ ზოგადად ჩვენი მცდელობა რაში დაინახეს? რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად საერთაშორისო დონეს მივუახლოვოთ ჩვენი კანონმდებლობა, ქცევები, მოთხოვნები, იგი მიმართულებები, რაც არის ახლა დიჯიტალიზაცია, გაციფორვნება. იქაც ჩვენ ვღებულობთ ნორმატიულ აქტს შესაბამისად. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ ძირითად ფორუმებში, იმიტომ რომ იქ აქცევენ ამას ყურადღებას.
ახლახანს ჩვენი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი იყო წასული ბაზელში. საკმაოდ მაღალი დონის შეხვედრა იყო საზედამხედველო ნაწილზე და ახალ მიდგომებზე და მიიღო მონაწილეობა იქ გარკვეულ დებატებში. მე ვმონაწილეობ, ჩემი მოადგილეები და ამას აქცევენ ზოგიერთი, არ დავასახელებ ქვეყანას, ზოგი მეზობელი და ზოგი ახლო მეზობელიც დიდად არ აქტიურობს. და გარდა ამისა, ჩვენ, ჩვენ თვითონაც ვატარებთ. თბილისში ჩავატარეთ დიდი შეხვედრა 2 წლის წინ, ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპის, ბათუმში ჩავატარეთ. ცხადია, ამას ყველაფერს ყურადღება ექცევა და როცა ნახავენ, ნახულობენ ამ აქტიურობას და უკვე როცა დგას, ვინ უნდა წარმოადგინოს რეგიონიდან აღმასრულებელ კომიტეტში, იქ უკვე ამას, ცხადია, ანგარიშს უწევენ. და როცა დავაყენე ჩემი კანდიდატურა პირველად 2 წლის წინ, მაშინ დამიჭირეს მხარი, მაგრამ ახლა საერთოდ ერთხმად დამიჭირეს მხარი, ანუ კანდიდატიც აღარ დააყენა არცერთმა ქვეყანამ.
უნდა ვთქვათ, რომ 10 ევროკავშირის ქვეყანაა მათ შორის, კანდიდატი ყველა ქვეყანა ევროკავშირის, 11-ივე, და მათ შორის იქ შედის ისრაელიც, თურქეთიც, უკრაინა და ამერკავკასია, შუა აზია. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მონაწილეობა ასეთ დიდ ფორუმებში, იმიტომ რომ არის გადაწყვეტილებები და მსოფლიოს რეალურად სტრატეგია მუშავდება, შემუშავება ხდება იმ რეალური პრობლემატურობიდან გამომდინარე, რაც დღეს მსოფლიო დაზღვევის სფეროშია, თუ როგორ მოხდეს. მთავარ პრობლემას მაინც ვიტყვი, რასაც აქცევს ყველა ქვეყანა: ცდილობს, რომ სადაც დაუზღვეველი არავინ არ უნდა დარჩეს, რა მიმართულებაც არ უნდა იყოს, სადაც შესაძლებელია, მიეწოდოს დაზღვევის პროდუქტი, ანუ რომ ჩაიკეტოს ეს და ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, დაზღვეული იყოს“, - აცხადებს დავით ონოფრიშვილი.