მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.2
-0.0188
flag
AZN 1.537
-0.0039
flag
CNY 38.868
-0.0106
flag
EUR 3.0412
-0.0139
flag
GBP 3.547
-0.021
flag
KZT 56.49
-0.0054
flag
TRY 0.0543
-0.0001
flag
USD 2.6125
-0.007
news banner

რაჭაში ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები გრძელდება

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე გაეცნო.

რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ონში საფეხბურთო, ხოლო ამბროლაურში რაგბის ტექნიკურ ცენტრებს აშენებს. ორივე ცენტრში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო მოედნები, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, გასახდელები, სამედიცინო და სხვა საჭირო სივრცეები. ამბროლაურის რაგბის სტადიონზე ასევე დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა, ხოლო ინფრასტრუქტურა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის. მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობას გეგმავს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლებაც. სოფელ ბუგეულში აქტიურად მიმდინარეობს 200 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. პროექტი ითვალისწინებს შენობის გამაგრებას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებასა და განახლებადი ენერგიის წყაროების დანერგვას. პროექტის განხორციელების შედეგად შემცირდება შენობის ენერგომოხმარება, ასევე ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები.

დასასრულს უახლოვდება სოფელ ჭრებალოს 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაც. განახლებულ ბაღში მოეწყობა სასწავლო, საძინებელი და სათამაშო სივრცეები, სამზარეულო და რეკრეაციული ზონა. ინფრასტრუქტურა ბავშვების უსაფრთხოებისა და სრულფასოვანი სასწავლო-სააღმზრდელო გარემოსთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ჭრებალო–ნიკორწმინდის საავტომობილო გზის პირველ კილომეტრზე, მდინარე რიონზე ახალი სახიდე გადასასვლელიც შენდება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 98 მეტრი სიგრძის რკინაბეტონის ხიდისა და მასთან მისასვლელი გზების მოწყობა. 25.8 კმ სიგრძის ჭრებალო–ნიკორწმინდის გზა სოფელ ჭრებალოს სოფელ ნიკორწმინდასთან აკავშირებს და, ამავდროულად, ერთმანეთთან აკავშირებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილისა და ქუთაისი–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზებს. ახალი ხიდი გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს და რეგიონის დასახლებებს შორის უსაფრთხო და გამართულ კავშირს უზრუნველყოფს. პროექტის დასრულება 2026 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

რაჭაში მიმდინარე სამუშაოების გაცნობის ფარგლებში ინფრასტრუქტურის მინისტრი შოვშიც იმყოფებოდა. 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახებთან შეთანხმებით, ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს განახორციელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მოდულური სკოლები დროებითი ინფრასტრუქტურაა, რომელიც მოსწავლეებს სხვა სკოლაში გადაყვანის საჭიროებას მაქსიმალურად შეუმცირებს - რევაზ სოხაძე

27.08.2026.18:43

„მინდა გამოვეხმაურო იმ რეაქციებს, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოდულური სკოლების შესყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მოჰყვა. ყველას მოვუწოდებ, სანამ რაიმე კომენტარს ან კრიტიკულ დასკვნას გააკეთებენ, კარგად გაეცნონ გავრცელებულ ინფორმაციას. თუ რამე დამატებით განმარტებას საჭიროებს, ჩვენ მზად ვართ, ეს დეტალურად ავხსნათ“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, მოდულური სკოლების შესყიდვის გადაწყვეტილება ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებმა ერთობლივად მიიღეს და მათი მიზანი ახალი სკოლების მშენებლობისა და არსებული სკოლების რეაბილიტაციის პერიოდში მოსწავლეებისთვის დროებითი, უსაფრთხო და სრულად აღჭურვილი სასწავლო სივრცეების შექმნაა.

„აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც კონკრეტული სკოლის რეაბილიტაციას ან ახალი სკოლის მშენებლობას გადავწყვეტთ, ბავშვებს არ შეექმნათ სირთულეები სხვა სკოლაში, განსაკუთრებით კი სხვა სოფელში გადასვლასთან დაკავშირებით. ეს რეგიონებში საკმაოდ დიდი პრობლემაა როგორც მშობლებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის'“, - აღნიშნა სოხაძემ.

მისი თქმით, სადაც იქნება ამის შესაძლებლობა, მოდულური სკოლები მოეწყობა იმავე ტერიტორიაზე ან იმავე მუნიციპალიტეტში, რათა ბავშვებს სხვა სოფლებში, სხვა ადგილებში სიარული არ მოუწიოთ.

„ასევე, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, თავიდან ავიცილოთ შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს მეორე ან მესამე ცვლაში უწევთ სწავლა“, - განაცხადა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მასშტაბით მოდულური დროებითი სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს. მოდულების შესყიდვის მიზნით ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

მოდულური სკოლები ქარხნულად დამზადებული, სრულად აღჭურვილი და ტრანსპორტირებადი სასწავლო სივრცეებისგან შედგება, რომელთა ადგილზე მონტაჟი მოკლე დროშია შესაძლებელი. მათი გამოყენება დაგეგმილია იმ ადგილებში, სადაც მშენებლობის ან რეაბილიტაციის პერიოდში დროებითი სასწავლო სივრცის მოწყობა გახდება საჭირო.

„ეს იქნება დროებითი ღონისძიება. მას შემდეგ, რაც სკოლის რეაბილიტაცია ან ახალი სკოლის მშენებლობა დასრულდება, ამ ინფრასტრუქტურას უკვე სხვა ტერიტორიებზე გამოვიყენებთ. გადაწყვეტილება მიღებულია იმ საჭიროებიდან და პრობლემებიდან გამომდინარე, რომლებიც დღეს მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ექმნებათ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა