რაჭის დაცული ტერიტორიები გაფართოვდა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რაჭის ეროვნული პარკი 4 759 ჰექტრით გაფართოვდა. ასევე, შეიქმნა ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი და ხუთი ბუნების ძეგლი: უშოლთის, კიდობანის, საკიშორის, მურადის და შარეულას მღვიმეები.
რაჭის ეროვნული პარკი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში, ონის მუნიციპალიტეტში 2023 წელს შეიქმნა.
დაცული ტერიტორიების შექმნა და არსებულის გაფართოება მნიშვნელოვან როლს თამაშობს დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარებაში, ბიომრავალფეროვნების დაცვაში, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში, რეგიონის რეკრეაციული სივრცის გაფართოებასა და ტურიზმის განვითარებაში. რაჭის ეროვნული პარკის განვითარება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტრადიციული მეურნეობის მხარდაჭერას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების აღდგენას.
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
სხვა სიახლეები
განვმარტავთ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის - სებ-ი 13 პროვაიდერის დაჯარიმებაზე
21.07.2026.22:15
სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით Business Insider Georgia-მ სეტალების დასაზუსტებლად ეროვნულ ბანკს მიმართა.
„თქვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომელიც შეეხებოდა ეროვნულ ბანკის მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის მიერ ფულის გათეთრების აღმკვეთი კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმებს, განვმარტავთ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.
საქართველოს ეროვნული ბანკი, საკუთარი მანდატის ფარგლებში, რეგულარულად, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით ზედამხედველობს რეგულირებულ სუბიექტებს, მათ შორის, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს.
გამოყენებული საზედამხედველო ზომების შესახებ ინფორმაცია სისტემატურად ქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე,"-ნათქვამია სებ-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაში.