მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

RAF Georgia-ს ტურნირამდე მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ოლიმპიური ჩემპიონები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით დედაქალაქის ღირსშესანიშნაობებს გაეცნენ

news image
mbc image

11 ივლისს თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო.

Real American Freestyle (RAF) ტურნირი აშშ-ის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება. მასში მონაწილეობას მიიღებს 24 მსოფლიო დონის სპორტსმენი: ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო სპორტის ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ჰენრი სეჰუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილმა სპორტმენებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ტურისტულად საინტერესო ადგილებს.

სპორტულ ღონისძიებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი Fox Nation-ის პლატფორმის საშუალებით იხილავს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.

ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს

10.07.2026.17:31

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“, წალენჯიხისა და ზესტაფონის მრავალფუნქციური კომპლექსების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრები მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ვიქტორ სანიკიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

კომისიის წევრებმა რუსთავის ცენტრალური პარკის სამი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს. პროექტების მიხედვით, პარკის განახლებისას შენარჩუნდება მისი უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა, მოეწყობა საბავშვო და სპორტულ ზონები, კალათბურთის მოედანი, სკეიტ-პარკი, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან ინტეგრაციას და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას.

კომისიამ ასევე იმსჯელა გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის -„ღვინის ქალაქის“ რვა არქიტექტურულ კონცეფციაზე. პროექტების მიზანია, შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებლი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.

საკონკურსო კომისიაზე წარგდენილი იყო, ასევე, წალენჯიხის 250 მაყურებელზე გათვლილი და მრავალფუნქციური კომპლექსის ექვსი და ზესტაფონის 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის ოთხი კონცეფცია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსების შერჩეული პროექტები, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები სხვა რეგიონებისთვის.

წალენჯიხასა და ზესტაფონის მრავალფუნქციურ კომპლექსებში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული დარბაზები.

პროექტის ფარგლებში წალენჯიხის კომპლექსში განხორციელდება, ასევე, ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ორივე მრავალფუნქციურ შენობაში მოეწყობა STEM-კლუბები, რომლებიც გააერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სამუშაო ზონებს.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა