Rakuten Viber, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი გამოკითხვის შედეგებს გვიზიარებს
ქართული ენის დღის აღსანიშნავად, რომელიც საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება, Rakuten Viber-მა, პირადი და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის გლობალურმა ლიდერმა, Viber საქართველოს არხში, გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის მიზანი იყო იმის გარკვევა, თუ რა იცის საზოგადოებამ ამ დღის შესახებ და ძირითადად, როგორ ურთიერთობენ ადამიანები მესენჯერებში. გამოკითხვის ფარგლებში, საკუთარი აზრი 6 ათასზე მეტმა ქართველმა მომხმარებელმა გაიზიარა.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 87%-მა ზუსტად იცის, საქართველოში რა დღესასწაული აღინიშნება 14 აპრილს. გამოკითხულთა 66%-ს, ასევე შეუძლია ზუსტად დაასახელოს ამ დღესასწაულის აღნიშვნის დაწყების თარიღი - 1990 წელი.
გამოკითხვის ფარგლებში „Viber საქართველოს“ მომხმარებლებმა, ასევე გააზიარეს პასუხები, თუ მესენჯერებში რამდენად ხშირად იყენებენ ქართულ ენას:
Viber-ის შიდა ანალიტიკის მიხედვით, საქართველოში, 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, მომხმარებლები ყველაზე ხშირად ეძებენ შემდეგ სტიკერებს:
2023 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოში Viber-ის მომხმარებლებს შორის ყველაზე მოთხოვნადი GIF-ებია:
როგორც გლობალური მესენჯერი, Viber დიდ ყურადღებას აქცევს ადგილობრივ კონტენტს, რომელიც აქტუალური იქნება ქართველი მომხმარებლებისთვის. სწორედ ამიტომ, ქართული ენის დღის აღსანიშნავად, მესენჯერში მომზადდა თემატური გამოკითხვა დღესასწაულის შესახებ, რათა მომხმარებლებს საკუთარი ცოდნა შეემოწმებინათ და დრო მხიარულად გაეტარებინათ.
რკო ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.