რამდენი ავტომობილია რეგისტრირებული ქვეყანაში - 2024 წლის სტატისტიკა
2024 წლის მდგომარეობით ქვეყანაში ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 790 600 ავტომობილს შეადგენდა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 7%-ით აჭარბებს. 2023 წელს ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 680 400 ერთეულს შეადგენდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 86%-ი მსუბუქი ავტომობილებია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მისი ტიპების მიგდევით ასე გამოიყურება:
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 40%-ი თბილისში იყო კონცენტრირებული, სულ 721 000, მეორე ადგილზე იმერეთია - 216 200 ავტომობილით.
სხვა სიახლეები
ნათია თურნავა კომპანია Tether-ის წარმომადგენლებს შეხვდა
25.05.2026.18:48
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს უდიდესი პლატფორმა Tether-ის დამფუძნებელს ჯანკარლო დევაზინის, აღმასრულებელ დირექტორს პაოლო არდოინოს და ვიცე-პრეზიდენტს მარკო დელ ლაგოს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო ჯელაძე და აღმასრულებელი დირექტორი ბექა დოჭვირი.
შეხვედრისას ხაზი გაესვა, რომ ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ისეთი მარეგულირებელი გარემოს შექმნაზე, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას.
ნათია თურნავამ Tether-ის წარმომადგენლებს გააცნო სებ-ის მიერ ვირტუალური აქტივის სექტორისთვის შექმნილი თანამედროვე მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და უზრუნველყოფს სექტორის გამჭვირვალე და სტაბილურ განვითარებას, რაც რეგიონში პირველი მსგავსი მარეგულირებელი ჩარჩოა. მისი მიზანია საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივების უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო გარემოში გამოშვების ხელშეწყობა.
კომპანია Tether-მა, რომელიც გლობალური ტექნოლოგიური ლიდერია და 200 მლრდ დოლარამდე აქტივებს ფლობს, დღეს საქართველოში საკუთარი საქმიანობისა და პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა.