მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7223.9
-0.0048
flag
AZN 1.5672
-0.0005
flag
CNY 39.367
0.0033
flag
EUR 3.1012
0.0016
flag
GBP 3.59
0.0081
flag
KZT 54.73
-0.0019
flag
TRY 0.0578
-0.0002
flag
USD 2.6638
-0.0009
news banner

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას

news image
mbc image

რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ ეხმიანება საქართველოს „რითეილ ასოციაციის“ ინიციატივას „საოჯახო კალათის“ შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის მუშაობისა და რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. ასოციაცია გამოხატავს სრულ მზაობას, აქტიურად ჩაერთოს ამ პროექტის განხორციელებაში.

„დარგისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციის ხელმისაწვდომობა, რის უზრუნველსაყოფადაც წლების განმავლობაში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები. ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ ინიციატივას ვაფასებთ, როგორც პოზიტიურ ნაბიჯს.

ასევე ხაზს ვუსვამთ იმ გარემოებას, რომ FMCG სექტორში ფასწარმოქმნა კომპლექსური პროცესია და მოიცავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს – მწარმოებლებს, დისტრიბუტორსა და რითეილერებს. შესაბამისად, მდგრადი შედეგის მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული თანამშრომლობა, გამჭვირვალობა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვა.

ჩვენი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები შეიძლება იყოს მომხმარებლისთვის სასარგებლო, თუმცა მათი ეფექტიანი განხორციელება დამოკიდებულია ყველა მხარის, მათ შორის რითეილ სექტორის, აქტიურ, თანაზომიერ მონაწილეობაზე და პასუხისმგებლობების გადანაწილებაზე.

მზად ვართ ვითანამშრომლოთ საჯარო და კერძო სექტორის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა ინიციატივამ პრაქტიკული შედეგი მოიტანოს და ხელი შეუწყოს ბაზარზე სტაბილურ და სამართლიან გარემოს", - აცხადებს „საქრძე“.

მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ - „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.

შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“„გუდვილმა“„დეილი გრუპმა“„ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს შეხვდა

05.06.2026.17:19

გაერთიანებულ სამეფოში, ქ. ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ დირექტორებს - დაისუკე მიაზაკისა და მორვენ ჯოუნს, ასევე აღმასრულებელ დირექტორებს - ანვაი ბორვანკარსდა საორი ტანაკას.

ყურადღება გამახვილდა ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისა და საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აზიური კაპიტალის ბაზრის ათვისების შესაძლებლობებს.

ფინანსთა მინისტრმა საინვესტიციო ბანკ Nomura-ს მმართველ და აღმასრულებელ დირექტორებს გააცნო ქვეყნის მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები და საშუალოვადიანი პროგნოზები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა