რეფორმის მთავარი მიზანი ზოგადი განათლების ყველა საფეხურის ერთმანეთთან დაკავშირებაა - თამარ მახარაშვილი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილი განცხადებით, სკოლამდელი განათლების ავტორიზაციის დაწყება აუცილებელი იყო, რათა განათლების ყველა საფეხურს შორის ხარისხისა და სტანდარტების თანხვედრა უზრუნველყოფილიყო და სისტემაში არსებული აცდენები აღმოფხვრილიყო.
როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას თამარ მახარაშვილმა განმარტა, რვა იდენტიფიცირებული გამოწვევა მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სასწავლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების განახლებას, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ლაბორატორიებით უზრუნველყოფას და ინკლუზიური განათლების სისტემურ დანერგვას, რაც გრძელვადიან შედეგებზეა ორიენტირებული.
„რატომ დავიწყეთ სკოლამდელი? ლოგიკურიც არის სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი და თანაც საგულისხმოა რომ პროფესიულები ისედაც გადიოდნენ ავტორიზაციას, ანუ ეს ხიბლი რა არის, გარე ხარისხის შეფასება რა არის ამ დროს პროფესიულმა უკვე იცოდა და რა თქმა უნდა უმაღლეს განათლებაზე აღარაფერს ვსაუბრობ, რასაკვირველია უმაღლეს განათლებაში ეს უკვე იყო დანერგილი. მაშასადამე სკოლამდელიც უნდა ამ მთლიან ერთიან ფაზლში ჩაგვესვა და ჩვენ სკოლამდელი დაწესებულება, მათ შორის 2000 ბაღზე გესაუბრებით, ეს არ არის 200 და 300 დაწესებულება, ერთად დაიწყო როგორც ერთი წლით ადრე დაიწყო სკოლებმა და შემდეგ წამოჰყვა უკვე ბაღების ავტორიზაცია.
პირველი და პრიორიტეტული ამბავი რაც არის ჩვენთვის. რაც არ უნდა ცალკე საფეხურებზე აკეთო რეფორმა, ტრანზიცია საფეხურებს შორის და ბმა არის გადამწყვეტი - კონკრეტულ საფეხურზე რა ცოდნით, უნარით შეიარაღებული შევა ბავშვი თუ ახალგაზრდა. ამიტომ ჩვენი რვა გამოწვევა, რვა იდენტიფიცირებული პრობლემა არის ისეთი მასშტაბური - ისეთ თემებს მოვკიდეთ ჩვენ ხელი, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ ძალიან სწრაფად რომ შედეგი პირდაპირ რომ ვერ დადგება, მაგრამ ჩვენს მომავალ თაობას რომ გამოადგება: ინფრასტრუქტურა, შინაარსი მთლიანად პროგრამის, სახელმძღვანელოები, ის რომ აქამდე რამდენიმე სახელმძღვანელო იყო - ესეც თემა ძალიან მნიშვნელოვანი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება - ესეც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა, საფეხურებს შორის ლოგიკური ბმა და შესაბამისი ლაბორატორიებით აღჭურვა, იმიტომ რომ როგორი კურიკულუმიც არ უნდა დადო 21-ე საუკუნეში შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ლაბორატორიებიც უნდა არსებობდეს. და ინკლუზია - ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ინკლუზია ასე იყო თითქოს წარმოდგენილი რაღაცა კონკრეტულ საფეხურზე ეს ინკლუზია გვაქვს - არა, ტრანზიტულად ყველა პროცესს უნდა მიჰყვებოდეს ინკლუზია და ეს პასუხისმგებლიანი სისტემა და განათლების სამინისტრო ასე იქცევა. ამიტომ მათ შორის ავტორიზაციის სტანდარტებშიც ინკლუზიას განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა აქვს განათლების ყველა საფეხურზე“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
სხვა სიახლეები
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
24.10.2026.15:22
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.