მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეფორმის წარმატება მისი უწყვეტობაა და არა დასრულება - ვიქტორ წილოსანი

news image
mbc image

სულ ბოლო სიახლე თბილისის მერიისგან დიდი გამავლობის ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ეხება. ახალი რეგულაცია დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევისკენ ანუ საცობების განტვირთვისკენ გადადმული მორიგი ნაბიჯია. დამტკიცების შემთხვევაში ინიციატივა M3, N2 და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებზე გავრცელდება და დროის გარკვეულ მონაკვეთში ისინი თბილისის ცენტრალურ ტერიტორიასა და იმ ადგილებში გადაადგილებას ვეღარ შეძლებენ, სადაც ინტენსიური  მიმოსვლაა. რეგულაცია გამონაკლისსაც ითვალისწინებს. ინიციატივის წარდგენისას დედაქალაქის მერმა თქვა, რომ გამონაკლისი მხოლოდ აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებებზე გავრცელდება. გამოსვალის ძიებაში მერია ბიზნესთან კომუნიკაციაშია, ახლა მთავარი მიზანია ინიციატივამ ისეთი ფორმა მიიღოს, რომ არც არავინ დაზიანდეს და თბილისის ქუჩებიც განიტვირთოს.

სატრანსპორტო პოლიტიკა ეს ის საკითხია, რომელიც ყველას განურჩევლად ეხება, მათ რომლებიც მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობენ და მათაც, რომლებიც თბილისში საკუთარი ავტომობილებით გადაადგილდებიან. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ოფიციალური სტატისტიკით, თბილისში დღეში საშუალოდ 650 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტია.  მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი გვეუბნება, რომ ეკონომიკის ზრდას ერთად დედაქალაქში არა მხოლოდ ავტომობილების რიცხვი, არამედ მობილობაც იზრდება და ეს მაჩვენებელი ერთ წელში 30%-ით არის გაზრდილი.

ოფიციალური სტატისტიკითვე, დღეს დედაქალაქს  860 ავტობუსი და 1000 მიკროავტობუსი ემსახურება,  საიდანაც ქსელში დაახლოებით 1 400 ერთეულია და რომელიც ჯამში 900 000 მგზავრობას უზრუნველყოფს. თუ კი ამ რიცხვს მეტროს საშუალო დღიურ მგზავრობას დავუმატებთ, 1 400 000-მდე მგზავრობას მივიღებთ. უკვე ცნობილია ისიც, რომ 2024 წელს დედაქალაქში 18 მეტრიანი ავტობუსები გამოჩნდება, რომელიც 10 ძირითად დერეფანზე გადანაწილდება და დამატებით 130 000 მგზავრობას მოემსახურება. ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ავტობუსები  მაღალ მოთხოვნად ხაზებზე მგზავრების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„ავტობუსის შეძენა არ არის მხოლოდ საკმარისი მისი ოპერირებისთვის. 18 მეტრიანი ავტობუსების შესაძენად და ინფრასტრუქტურის გასამართად დაახლოებით 250 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - ვიქტორ წილოსანი.

თბილისში ახალი ავტობუსების შემოყვანა, ახალ სამუშაო ადგილებს ნიშნავს. საქალაქო სამსახურმა დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. ვიქტორ წილოსანი გვეუბნება, რომ დაინტერესება მაღალია და იმედი აქვს, რომგადამზადების შედეგად საუკეთესო კანდიდატები შეირჩევიან. უკვე განსაზღვრულია მუნიციპალური M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლის ანაზღაურებაც. ახალი ავტობუსების მძღოლების ხელფასი გამომუშავებით თვეში საშუალოდ 2500-3000 ლარი იქნება.

სიახლეების ფონზეც,  თბილისში სატრანსპორტო მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს, რომელთა შორისაა პრობლემური კვანძები და ტრანსპორტის მოცდის დრო. ვიქტორ წილოსანი გვეუბნება, რომ ეს ორი გამოწვევა პირდაპირ დაკავშირებულია ერთმანეთთან.

„სამწუხაროდ სატრანსპორტო რეფორმის კვალდაკვალ ქალაქში მძიმე მემკვიდრეობის გამო გვიწევს ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც ხანგრძლივ დროს მოითხოვს, ვინაიდან ამ დროს მიწისქევეშა კომუნიკაციების გამოცვლაც ხდება. თქვენ იცით, რომ ქალაქში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, რომელიც რა თქმა უნდა გადაადგილების თვალსაზრისით  დამატებით დისკომფორტს ქმნის. ამიტომ ამ ეტაპისთვის კვანძების მოწესრიგების პროცესი შეჩერებულია, თუმცა ის აუცილებლად განახლდება. ქალაქში მობილობასთან დაკავშირებით გვაქვს ყოველწამიერი მონაცემი და პერიოდულად მსგავსი ანალიზი კეთდება, თუმცა როგორც ავღნიშნე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას, მსგავსი კვლევის წარმოება არ ხდება, ვინაიდან ნაკადები სხვაგვარად არის გადანაწილებული და სწორ სურათს არ მოგვცემს”, - ვიქტორ წილოსანი.

თბილისის მუნიციპალიტეტის, როგორც  მსოფლიოში ყველა განვითარებული ქალაქის მიზანი ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირებაა, ეს იმიტომ, რომ ქალაქებმა  ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნა შეძლონ და თანაც საცობების გამომწვევ მთავარ მიზეზად სწორედ საკუთარი ავტომობილების რაოდენობა მიიჩნევა. ჩვენი რესპონდენტისთვის  ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირება ნიშნავს, უფრო უსაფრთხო გარემოს, უფრო სუფთა ჰაერს და მეტსივრცეს ადამიანისთვის. ბუნებრივია გვიჩნდება კითხვა, როგორ წარმოუდგენია მუნიციპალიტეტს ავტომობილზე დამოკიდებულების შემცირება.

„საბედნიეროდ ის ეტაპი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ყველა განვითარებულმა ქალაქმა გაიარა, შესაბამისად ამისთვის ახალი ექსპერიმენტები არ გვჭირდება. ავტომობილზე დამოკიდებულების შესამცირებლად საჭიროა უფრო უსაფრთხო ქუჩები, მეტი ინფრასტრუქტურა ალტერნატიული და ეკომეგობრული ტრანსპორტისთვის და კარგად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი“, - ვიქტორ წილოსანი.

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა სიახლეებს მეტროს მიმართულებითაც გულისხმობს. მომდევნო 5 წლის განმავლობაში 12 მეტროსადგურის მოდერნიზაცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც, შერჩეულ 12 მეტროსადგურში ბაქნებისა დაჰოლების სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, დაგეგმილია ესკალატორების შეცვლა. ვიქტორ წილოსანის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს მგზავრთა საინფორმაციო სისტემის შეცვლას, ხანძარსაწინააღმდეგო და სპეციალური სატელეფონო სისტემის განახლებას, გაერთიანებული სახელოსნოების აღჭურვასა და რემონტს, შესაბამისი სპეციალისტებისა და თანამშრომლების გადამზადებას.

ვიქტორ წილოსანს ტაქსების რეფორმაზეც ვკითხეთ, გვაინტერესებდა რას ფიქრობს მუნიციპალიტეტი გაამართლა თუ არა ბოლო წლების ცვლილებებმა და იგეგმება თუარა ამ მიმართულებით დამატებითი სიახლეები. წილოსანი გვპასუხობს, რომ მისთვის როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სოციალური ჯგუფი სერვისის გამწევ კლასტერად ჩამოყალიბდა, როგორც მომხმარებელი კი ფიქრობს, რომ რეფორმის შედეგად მომსახურების ხარისხი მნიშვნელოვანდ გაიზარდა, თუმცა ურჩევნია, რომ  შეფასებების ტაქსის მგზავრებს მიანდოს.

ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის და როგორც მოქალაქისთვის საინტერესოა, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მუდმივ რეფორმირებას გულისხმობს თუმუნიპალიტეტი რაიმე კონკრეტულ ეტაპზე გაჩერებას გეგმავს. ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ მობილობა ცოცხალი პროცესია, რომელიც ადამიანების ქცევაზეა დამოკიდებული. 

„შესაბამისად რეფორმაც მუდმივი განვითარების პროცესია. ამიტომ რეფორმის წარმატება მისი უწყვეტობაა და არა დასრულება“, - ვიქტორ წილოსანი.

სატრანსპორტო პოლიტიკაზე მუნიციპალიტეტი უცხოელ ექსპრტებთან ერთად მუშაობს, ისეთებთან, რომელებსაც ამ საქმეში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. ერთ-ერთი ასეთი ტორბენ ჰაინემანია, მისი სფერო საგზაო მოძრაობის დაგეგმვაა. Business Insider Georgia-სთან საუბრისას ტორბენ ჰაინემანი ამბობს, რომ თბილისს საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემის სამომავლო გარდაქმნასთან დაკავშირებით ბევრი ისეთი პრობლემა აქვს, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვა დიდ ქალაქებს. ამასთან ერთად ძველი ციცაბო უბნების, უამრავი ვიწრო ქუჩებისრთული ტოპოგრაფია კიდევ უფრო ართულებს დიდი ტევადობის საზოგადოებირივი ტრანსპორტის დანერგვას. მისი თქმით, დადებითი ის არის, რომ არსებობს დიდი რაოდენობით კომპრესირებული ბუნებრივი აირით მართვადი თანამედროვე ავტობუსები, ახალი მინი ავტობუსები და მეტროს მოდერნიზებული ვაგონები. ექსპერტის აზრით, ეს კი კარგი ბაზაა საზოგადოებრივი სატრანსპორტო სისტემისახალი 18 მეტრიანი ავტობუსებისთვის გარდასაქმნელად და ასევე იმისთვის, რომ შეიქმნას ავტობუსის უფრო გამოკვეთილი ზოლები, საზოგადოებრივი ტრასპორტი ხელმისაწვდომი

რკო

ახალი კოლექცია

--> banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა