მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188
0.0143
flag
AZN 1.5277
-0.0004
flag
CNY 38.939
0.0018
flag
EUR 2.909
-0.0047
flag
GBP 3.4749
-0.0013
flag
KZT 57.45
-0.0054
flag
TRY 0.0522
-0.0001
flag
USD 2.5971
-0.0002
news banner

რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს - ავთანდილ კასრაძე

news image
mbc image

“რეგიონებში ინოვაციების მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან სწორედ ადგილობრივი იდეები ქმნის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ახალ საფუძველს.” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ბათუმის ტექნოპარკში გაიმართა.

პროგრამის ფარგლებში აჭარის რეგიონში 6 გამარჯვებული გამოვლინდა - ჯუნიორსტატსი, Veasy, ალტერნატიული და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის – წყალბადის გენერირების ინოვაციური მოდელი, მომავლის ჭადრაკი, უფროსი დაიკო, სინთეზატორი.

როგორც ავთანდილ კასრაძემ აღნიშნა, აჭარაში გამოვლენილი გამარჯვებული პროექტები ნათლად აჩვენებს, რომ ინოვაციური პოტენციალი მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება.

“მსგავსი პროგრამებით ჩვენ ვაძლიერებთ რეგიონულ ეკოსისტემებს, ვუწყობთ ხელს ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას და მათ კომერციალიზაციას, რაც საბოლოოდ ზრდის ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს.” - აღნიშნა GITA -ს თავმჯდომარემ.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება - ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. გრანტის მიღება სამიზნე რეგიონებში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ პირებს, მეწარმე სუბიექტებს და სტარტაპებს შეუძლიათ. აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ ან მოქმედ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მიმდინარე წლის 2 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული პორტალის www.grants.gov.ge მეშვეობით წარედგინათ განაცხადები, რომელიც შესაბამისი პროფილის მოწვეული ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეაფასა.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, აჭარის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს საქართველოს 11 რეგიონში ჩატარდა და ჯამში 39 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფშაველი–აბანო–ომალოს გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

24.10.2026.15:22

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ22-კმ72 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის კმ1-კმ21 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა