რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტისთავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დოკუმენტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს დამასში ასახულია როგორც საკანონმდებლო მიმართულებები, ასევე დეცენტრალიზაციისსტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საზედამხედველოფუნქციიდან გამომდინარე, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთანერთად საკომიტეტო მოსმენების გამართვა.
კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვისწარმოდგენილ 2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა დაგანვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის,ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q)" მეორე ცვლილების თაობაზეციმსჯელეს.
მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის მოადგილის ეკატერინე გუნცაძის განმარტებით,სასესხო შეთანხმების ცვლილების თანახმად, იცვლება სესხის დახურვის თარიღი დანაცვლად 2026 წლის 31 მარტისა და სესხის დახურვის ვადად 2027 წლის 31 მარტიგანისაზღვრება. მისივე თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობისსამინისტროს მომართვის საფუძველზე, ცვლილება ხელშეკრულებიდან ერთ-ერთიპუნქტის ამოღებასაც ითვალისწინებს.
სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებზე განათლების,მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ისაუბრა. მისითქმით, სასესხო თანხით მრავალკომპონენტიანი პროექტები დაფინანსდა, როგორიც არისადრეული განათლებისა და ზრუნვის ხარისხის მათთან წვდომის გაუმჯობესება, ზოგადიგანათლების სისტემაში სწავლების და სწავლის ხარისხის ამაღლება, უმაღლესიგანათლების სფეროში დაფინანსების ვარიანტების გაძლიერება და უმაღლესგანათლებაში ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.
კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.
სხვა სიახლეები
რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა
27.11.2026.18:37
ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.
„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.
რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.
სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.