მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რეკომენდაციები მათთვის, ვინც Imagine Dragons-ის კონცერტზე მიდის - BSA-ს რჩევები

news image
mbc image

Black Sea Arena აქვეყნებს რეკომენდაციებს მათთვის, ვინც თბილისში ჯგუფის Imagine Dragons კონცერტს დაესწრება. რჩევებს უცვლელად გთავაზობთ. 

„1. ნუ წახვალთ კონცერტზე საკუთარი ავტომობილით. ამ დროს დიდი შანსია, რომ დაუსრულებელ საცობში მოჰყვეთ, მანქანის სტადიონთან ახლოს დაპარკინგება ვერ მოახერხოთ ან სხვა პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. ასეთ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა სქროლი, ქარი ან ველოსიპედი. ამ ტრანსპორტებით სტადიონთან სწრაფად, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მარტივად მისვლას შეძლებთ. თან ამ დღესთან დაკავშირებით Starring Georgia-სთან პარტნიორობის ფარგლებში Scroll / Qari, თიბისი ვიზა ბარათით გადახდისას 50% ქეშბექს მომენტალურად დაგიბრუნებთ უკან.

2. ნუ დაელოდებით Imagine Dragons-ის სცენაზე დადგომის დროს სტადიონზე მისასვლელად. კარები კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე იღება და თქვენც აუცილებლად ადრე მიდით. ორგანიზატორები სტადიონის ტერიტორიაზე არაერთ გასართობ აქტივობას გეგმავენ და უმჯობესია, შიდა სივრცეში, სასიამოვნოდ გაატაროთ რამდენიმე საათი, ვიდრე საოცნებო კონცერტზე დაგაგვიანდეთ.

3. სტადიონზე შესვლის დროს ნუ მიხვალთ პირველივე გეითთან. წინასწარ ნახეთ ბილეთზე, რომელ გეითთან არის ახლოს თქვენი ადგილი და სწორედ იმ შესასვლელით ისარგებლეთ. ასე დიდ რიგში ტყუილად დგომისგანაც დაიზღვევთ თავს და თქვენს ადგილსაც უფრო მარტივად მიუახლოვდებით.

4. ნუ წაიღებთ აკრძალულ ნივთებს. მათ კონცერტზე შეტანას მაინც ვერ შეძლებთ და ლოქერებში შენახვა დამატებით დროს, ენერგიას და რიგში დგომას მოითხოვს თქვენგან. ამ ყველაფერმა შეიძლება გარკვეული დროით შეგაფერხოთ, ეს კი საოცნებო კონცერტს ნამდვილად არ შეეფერება. აკრძალული ნივთების სრული სია ნახეთ ლინკზე.

5. ჩაიცვით კომფორტულად. წინასწარ შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და მოსალოდნელი ამინდის მიხედვით ჩაიცვით. ნუ ჩაიცვამთ არაკომფორტულ ტანსაცმელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფეხსაცმელი უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, რადგან რამდენიმე საათის განმავლობაში დგომა, ცეკვა და აქტიურად ყოფნა მოგიწევთ.

6. დალიეთ ბევრი წყალი. მასშტაბური კონცერტისთვის ადამიანი უნდა მოემზადოს როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ფიზიკურად მომზადებაში კი საჭირო რაოდენობით წყლის მიღებაა მნიშვნელოვანი. თქვენი სხეული ზღვა ემოციასა და ენერგიას გასცემს და ამის შედეგად მისი გამოფიტვა არ უნდა მოხდეს.

7. არ დაგავიწყდეთ სმარტფონის კარგად დატენვა. საერთო ჯამში კონცერტზე არც თუ ისე მცირე ხნით მოგიწევთ ყოფნა, თან უამრავ ფოტოსა და ვიდეოს გადაიღებთ. ამიტომ ბოლომდე დატენეთ ტელეფონი. აქვე გახსოვდეთ, რომ ფოტოები და ვიდეოები მნიშვნელოვანია, მაგრამ მთელ კონცერტს ეკრანს მიღმა ნუ უყურებთ. დატკბით ცოცხალი შესრულებით და დაიმუხტეთ დადებითი ენერგიით.

8. და ყველაზე მთავარი - ისიამოვნეთ მომენტით. ეს ხომ თქვენი საყვარელი შემსრულებლის კონცერტია. შეიგრძენით მუსიკა, მისი თითოეული ნოტი და დაიმუხტეთ ენერგიით. თქვენ ზღვა ენერგიის ნაწილი ხართ. იცეკვეთ და დატკბით ამ მომენტით“, - აღნიშნულია BSA-ს რეკომენდაციებში. 

Imagine Dragons-ის კონცერტი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ​31 აგვისტოს გაიმართება. კონცერტზე დასასწრები ათასობით ბილეთი 7 საათში გაიყიდა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა