მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

re:school უკვე ბათუმშია - რას სთავაზობს არაფორმალური განათლების სივრცე ბავშვებს

news image
mbc image

თბილისის შემდეგ, re:school ბათუმშიც გაიხსნა. როგორც Business Insider Georgia-თან re:school-ის დამფუძნებელმა სალომე მგელაძემ განაცხადა, re:school-მა ამერიკულ საერთაშორისო სკოლა „პროგრესთან“ პარტნიორობით, ახალი ფილიალი გახსნა, რომელიც  ფარნავაზ მეფის N73-ში მდებარეობს.

ბათუმის re:school-ში პირველმა ჯგუფმა სწავლა 7 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა ახალი ჯგუფების დაკომპლექტებისთვის რეგისტრაცია ისევ მიმდინარეობს.

„ბათუმის ფილიალი ოფიციალურად 1-ელ ოქტომბერს გავხსენით და 7 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. ჯერჯერობით ერთი ჯგუფია მოქმედი და დანარჩენი მოლოდინის რეჟიმშია, რეგისტრაცია მიმდინარეობს და მალე დავამატებთ ახალი ჯგუფებიც გაიხსნება.

არსებულ ჯგუფში 25 ბავშვია. 12-15 წელზე 25-კაციანი ჯგუფები გვეყოლება, ხოლო 9-11 წელზე 15-კაციანი. მაგრამ ყველა ჯგუფს ასისტირებას უწევს განათლების ფსიქოლოგი. ანუ მენტორის გარდა არის განათლების ფსიქოლოგი, რომელიც ჩართულია პროცესში, რათა ბავშვები მაქსიმალურად მონაწილეობდნენ საგაკვეთილო პროცესში და ინკლუზიური გარემო იყოს მათთვის შექმნილი. ვებ-პროგრამირების მიმართულებით სწავლა უკვე დაიწყო. ჯერჯერობით ეს მოდულია ყველაზე მოთხოვნადი ბათუმში. 

ბათუმში re:school-ის გახსნაზე გვყავდა 60-70 სტუმარი, მინდა გითხრათ, რომ სასწავლო კურსზე ყველა დარეგისტრირდა. მნიშვნელოვანია, ასეთი პერსონალური კონტაქტი. სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისიდან უკვე ახალ ჯგუფებს დავამატებთ“, - აღნიშნა  re:school-ის დამფუძნებელმა. 

სალომე მგელაძის განმარტებით, უახლოეს ხანებში re:school-ი ახალ მოდულსაც დაამატებს. 

„მალე re:school-ში ახალი მოდული გვექნება, ესაა ხელოვნური ინტელექტი. AI-ზე ინტერესი და მოთხოვნა დიდია.  ასევე მნიშვნელოვანია, ბონუს შეხვედრები, რომელიც ყველა მოდულს მოჰყვება. როგორც იცით, ჩვენს ძირითად მოდულებს დამატებით მოჰყვება ბონუს შეხვედრები, სადაც ვასწავლით  ბიზნესის დაწყებას, ცხოვრების დაგეგმვას, ინვესტიციების მოვიზიდვას, ფულის შოვნის გზებს, ტექნოლოგიებს და ასე შემდეგ. 

ბონუს შეხვედრა ყველა ბავშვის ინტერესზეა მორგებული, რომელიც მოდის re:school-ში. რა მოდულიც არ უნდა აირჩიოს, ყველას მოჰყვება ბონუს შეხვედრა, რომლის დროსაც 4-5 საკითხზე შეხვედრას პავლე მგელაძეც ( re:invent -ის დამფუძნებელი) ატარებს“, - აღნიშნა სალომე მგელაძემ.

re:school-ში ბონუს შეხვედრები იმართება შემდეგ თემებზე:

1. კიბერუსაფრთხოება;

2. ემოციური ინტელექტი;

3. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი მნიშვნელობა;

4. სტრესის მენეჯმენტი;

5. ჩემი ბალანსი ონლაინ სამყაროში;

6. ცხოვრების დაგეგმვა;

7. როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი;

8. სხეულის ენა - როგორ შევცვალოთ საკუთარი განწყობა სხეულის ენის სწორი მართვით; 

9. ფულის ისტორია და მისი ევოლუცია კრიპტოში;

10. ფულის შოვნის გზები ტექნოლოგიებით;

11. ხელოვნური ინტელექტი;

12. პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი - გამოცდილების გაზიარება;

13. ChatGPT - ის სწორი გამოყენება;

14. რობოტიკის ვორკშოპები;

15. ციფრული ინოვაციური ხელოვნება;

16. მედია და ინფორმაციული წიგნიერება; 

17. წარმატებული სტარტაპერების გამოცდილების გაზიარება; 

18. პითონი;

19. Pitch Deck - ის მომზადება და ინვესტიციების მოზიდვა;

20. სმარტ ტექნოლოგიები; 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა