მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185
-0.0094
flag
AZN 1.5259
0.0002
flag
CNY 38.891
0.001
flag
EUR 2.8793
-0.0102
flag
GBP 3.4431
-0.012
flag
KZT 58.49
0.0023
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5935
0.0002
news banner

რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში მიმდინარე საფეხბურთო სავარჯიშო მოედნების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო

news image
mbc image

„საქართველოს მთავრობა სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების უპრეცედენტო პროგრამას ახორციელებს. მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენს ქვეყანაში აქამდე არასდროს განხორციელებულა. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 55 ლოკაციაზე შენდება საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი, ასევე ათობით სარაგბო მოედანი და მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.

რევაზ სოხაძე კახეთის რეგიონში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ახმეტის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, წნორისა და საგარეჯოს საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის მიმდინარეობა დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით 50-ზე მეტი თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის მშენებლობას ახორციელებს. პროგრამა რეგიონებში თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი სავარჯიშო გარემოს შექმნასა და სპორტში მათი ჩართულობის ზრდას ემსახურება.

ახმეტაში, თელავში, ყვარელში, გურჯაანში, წნორსა და საგარეჯოში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელოვნურ საფარიანი სავარჯიშო სტადიონები, რომლებიც ითვალისწინებს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს, გასახდელებს, საშხაპეებს, სველ წერტილებს, სამედიცინო ოთახებსა და სპორტსმენებისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურას.

თელავის საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, 12 ივლისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის შემდეგ, განახლებულია და პროექტი დაგეგმილი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.

რევაზ სოხაძე ადგილზე გაეცნო ასევე თელავში ახალი, უეფას III კატეგორიის, 4 500 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის პროექტირების მიმდინარეობას პროექტის ავტორებთან - არქიტექტორებთან ერთად. ახალი სტადიონი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება და მოიცავს სპორტსმენებისთვის, ოფიციალური პირებისთვის, მედიისა და მაყურებლებისთვის საჭირო სრულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის გასახდელებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის ოთახებს, დოპინგ-კონტროლის სივრცეს, მედია ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და თანამედროვე ტექნიკურ სისტემებს.

„დარწმუნებული ვარ, ეს პროექტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც კახეთის რეგიონისა და მისი მუნიციპალიტეტების, ისე მთლიანად ქვეყნის მასობრივი სპორტისა და საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. თანამედროვე სპორტული სივრცეები ახალგაზრდებს უკეთეს პირობებს შეუქმნის ვარჯიშისა და პროფესიული განვითარებისთვის“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბაკურიანი-ღადოლარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

13.11.2026.15:13

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა