მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

რევაზ სოხაძე: „მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“

news image
mbc image

„ყველა სამშენებლო საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტი - მერია და საკრებულო გადაწყვეტილებას  ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს“ - ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებას ჭავჭავაძის გამზირზე, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობისთვის დამატებითი სართულების მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, აღნიშნული მშენებლობისთვის ხდება კოეფიციენტის მატება და ამის სანაცვლოდ, სამშენებლო კომპანიას დედაქალაქის ბიუჯეტში 20  მილიონი ლარის გადახდა მოუწევს. რაც შეეხება ოპოზიციის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას აღნიშნული მშენებლობით ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის შექმნასთან დაკავშირებით, რევაზ სოხაძე აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და სატრანსპორტო რეფორმის ამოსავალი წერტილი, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს,  საზოგადოებრივ  ტრანსპორტზე ორიენტირებული ქალაქის შექმნაა.

„ჩვენთვის არ არის სიახლე, როდესაც ოპოზიცია ყოველი ახალი პროექტის დამტკიცების დროს მსგავსი ბრალდებებით გამოდის. იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს  თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა მათთან  საერთოდ ვერ ვთანხმდებით. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება ქალაქს  სატრანსპორტო თვალსაზრისით რაიმე ზიანს მოუტანს.  მუნიციპალიტეტი ნებისმიერი პროექტის განხილვისას გადაწყვეტილებას მხოლოდ ურბანული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე იღებს. ამას გარდა, კოეფიციენტის მატებისთვის სამშენებლო კომპანია დედაქალაქის ბიუჯეტში 20 მილიონ ლარს გადაიხდის, რაც ასევე ქალაქისთვის ძალიან კარგია“- განაცხადა რევაზ სოხაძემ.  

 

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი პროექტის განხორციელებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქალაქს   40 ჰექტარზე მეტი რეკრეაციული სივრცე შეემატება. მისივე თქმით,   სამშენებლოდ  ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილი განვითარდება. რევაზ სოხაძის აზრით, პროექტი, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ძალიან საინტერესო და ქალაქისთვის  მნიშვნელოვანი იქნება.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა