რევაზ სოხაძე პოლონეთის მისიის ხელმძღვანელ არტურ გებალს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელს, არტურ გებალს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობა და აღნიშნეს, რომ ორმხრივი თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული დაკავშირებადობისა და ეკონომიკური განვითარების კონტექსტში.
მინისტრმა პოლონელ დიპლომატს გააცნო ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, მათ შორის — შუა დერეფნის განვითარებისთვის განხორციელებული მასშტაბური ინიციატივები, რომლებიც საქართველოს პოზიციას აძლიერებს როგორც რეგიონულ სატრანზიტო ჰაბს.
მხარეებმა იმსჯელეს ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების, მათ შორის, პოლონური კომპანიების ქართულ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობაზე.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი სოფიო მამალაძე და საქართველოში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, რობერტ ბაკი.
სხვა სიახლეები
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება
27.10.2026.17:00
ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში, დევნილი ოჯახების მონიტორინგის პროცესი იწყება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილი და დევნილთა სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდნენ და დეტალური ინსტრუქცია გააცნეს.
საწყის ეტაპზე, რიგითობის შესაბამისად, განაცხადების მიღების პირველ დღეს შემოსული დოკუმენტაცია დამუშავდა და გადამოწმების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის სამსახურს გადაეცა.
დღეიდან, მონიტორინგის ჯგუფები მუშაობას, მთელი საქართველოს მასშტაბით, იწყებენ. მოკვლეული მასალა გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცემა, რის შემდეგაც კომპენსაციების გაცემის ეტაპი დაიწყება.
პარალელურ რეჟიმში, პროგრამაში ჩართვის მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება, 2 ნოემბრის ჩათვლით, გრძელდება.
მიმდინარე წელს დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფისთვის 58 მილიონი ლარია გამოყოფილი. მომდევნო წელს პროგრამა კიდევ უფრო აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება.