მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7180
0.0026
flag
AZN 1.55
-0.0006
flag
CNY 38.856
-0.0027
flag
EUR 3.0026
-0.0102
flag
GBP 3.5248
-0.0044
flag
KZT 56.11
0.0046
flag
TRY 0.056
-0.0001
flag
USD 2.635
-0.0009
news banner

რევაზ სოხაძე შიდა ქართლის ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

news image
mbc image

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დაათვალიერა როგორც ქალაქ გორში მიმდინარე ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში რეაბილიტირებული საჯარო სკოლა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

„დღეს შიდა ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს. მათ შორისაა გორის ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია. დიდი იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში ამ სპორტული ობიექტის გახსნას შევძლებთ. ასევე დავათვალიერეთ აგარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შედეგები. ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ზოგადად განათლების სისტემისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასკოლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ამ პრობლემების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ქალაქ გორში, ახალბაღის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ახალი საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობა. პროექტი მოიცავს 300 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, გასახდელებს, სველ წერტილებს, დაცვის ჯიხურსა და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურას.

პროექტის ფარგლებში ასევე ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა, მათ შორის ხელოვნური საფარი და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა, რაც ობიექტის უსაფრთხო და ეფექტიან ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს. მისი ღირებულება 4.31 მილიონ ლარს შეადგენს.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია. განახლებული სკოლის შედეგად, 500 მოსწავლისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასწავლო გარემო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო ლაბორატორია, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყო სკოლის ეზო. შენობაში სრულად განახლდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. შენობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე შიდა ქართლში მიმდინარე პროექტებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად გაეცნო.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ზოგან ელჭექი და სეტყვა

14.07.2026.20:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 14-15 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 14 ივლისის დღის ბოლოდან 15 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა