მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

რევაზ სოხაძე თბილისის საჯარო სკოლებში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

news image
mbc image

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანთან, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისის ოთხ საჯარო სკოლაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.

მინისტრმა დაათვალიერა თბილისის №11 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდი 650 მოსწავლისთვის გათვალისწინებულ ახალ სკოლას აშენებს. პროექტის ღირებულება 14.3 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

რევაზ სოხაძე ასევე გაეცნო თბილისის №128 საჯარო სკოლის დამატებითი სასწავლო კორპუსის მშენებლობას. სკოლას 300 მოსწავლისთვის განკუთვნილი ახალი კორპუსი დაემატება, რაც სასწავლო ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას უზრუნველყოფს. პროექტის ღირებულება 9.1 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

მინისტრი და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ასევე ადგილზე გაეცნენ თბილისის №113 და №116 საჯარო სკოლებში არსებულ მდგომარეობას. ორივე სკოლის ნაცვლად ახალი შენობების მშენებლობა იგეგმება.

№113 საჯარო სკოლის ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია. მომდევნო კვირას გამოცხადდება ბაზრის კვლევა 200 მოსწავლისთვის გათვალისწინებული ახალი სკოლის პროექტირება-მშენებლობის ტენდერის მოსამზადებლად. აღნიშნული სკოლის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაიბარა.

№116 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ არსებული შენობის ნაცვლად აშენდება ახალი, გაზრდილი მოცულობის სკოლა. ამ მიზნით დაიწყება საპროექტო დავალების მომზადება, რის შემდეგაც გამოცხადდება ბაზრის კვლევა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული სკოლების ნუსხის შესაბამისად ახორციელებს. განათლების სამინისტრო განსაზღვრავს სკოლების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, ხოლო ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტების განხორციელებას.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს

14.10.2026.20:27

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაფუძნებული ფონდი „ქართუ“ განაგრძობს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ველური ფრინველების მოშენება და მათი ველურ ბუნებაში პოპულაცია. 

ფონდის დაფინანსებით, საჩხერეში ფუნქციონირებს უნიკალური საშენი მეურნეობა, სადაც გადაშენების პირას მყოფ ველურ ფრინველებს - კოლხურ ხოხობს, გნოლსა და კაკაბს ველურ ბუნებაში გასაშვებად ზრდიან და ამზადებენ. 

ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში, კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი მთაწმინდის ტყეში გაუშვეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ, ბერა ივანიშვილის მეუღლემ ნანუკა გუდავაძემ და შვილებმა - ბერუკა და დადუ ივანიშვილებმა. 

ინიციატივის მიზანია უნიკალური ჯიშის ფრინველების ბუნებრივ გარემოში დაბრუნება, გამრავლების ხელშეწყობა, მთაწმინდის ტერიტორიაზე პოპულაციის ეტაპობრივი აღდგენა და გავრცელება. კოლხური ხოხობი, გნოლი და კაკაბი აღნიშნულ ტყეში გადაშენების პირასაა, მათი ხელახალი გაშვება კი ბუნებრივი ეკოსისტემის აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა