მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7166.7
-0.0011
flag
AZN 1.5327
0
flag
CNY 38.861
0.0047
flag
EUR 2.9552
-0.008
flag
GBP 3.4478
-0.0063
flag
KZT 59.32
0.0014
flag
TRY 0.0532
0
flag
USD 2.6051
-0.0004
news banner

რევაზ სოხაძემ საერთაშორისო საგზაო ფედერაციის ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი გახსნა

news image
mbc image

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ თბილისში საერთაშორისო საგზაო ფედერაციის (IRF) ევროპის და ცენტრალური აზიის მეოთხე რეგიონული კონგრესი მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირებაში და აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარებისთვის აუცილებელია თანამედროვე, უსაფრთხო და მზარდ სატვირთო ნაკადებზე გათვლილი ინფრასტრუქტურა.

„აღმოსავლეთ–დასავლეთის მაგისტრალის განვითარება საქართველოს სტრატეგიული არჩევანი და მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი განვითარება ამცირებს გადაადგილების დროსა და ლოგისტიკურ ხარჯებს, აუმჯობესებს საქართველოს რეგიონებს შორის კავშირს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით, აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფნიდან უკვე დასრულებულია 325 კილომეტრამდე გზა. უახლოეს პერიოდში იგეგმება ბათუმი–სარფის ახალი მაგისტრალისა და თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის სამშენებლო სამუშაოების დაწყება. მომდევნო ათწლეულის პროგრამა კი დაახლოებით 460 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზის განვითარებასა და არსებული ქსელის მოდერნიზაციას ითვალისწინებს, დაახლოებით 4,5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციით.

რევაზ სოხაძემ ასევე ისაუბრა სამშენებლო სექტორის გაძლიერებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, პროექტების მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რეალისტურ ფასწარმოქმნასა და სამუშაოების ხარისხის კონტროლზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილი პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისთვის — პროექტირების, მშენებლობის, ტექნოლოგიების, ზედამხედველობისა და გზების მართვის მიმართულებით.

„გვინდა, გამოცდილმა პარტნიორებმა და ინვესტორებმა კარგად დაინახონ, რა პროექტებს ვამზადებთ, როგორ ვითარდება საქართველო და სად შეიძლება კონკრეტული თანამშრომლობა”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მისივე თქმით, კონგრესი გამოცდილების გაზიარებისა და ახალი პარტნიორული კავშირების დამყარების შესაძლებლობაა. საქართველოს მიზანია, შეხვედრები პრაქტიკულ თანამშრომლობაში გადაიზარდოს პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ინვესტორებსა და კომპანიებთან.

კონგრესი და გამოფენა თბილისში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ღონისძიების მთავარი თემაა ევროპის და ცენტრალური აზიის დაკავშირება მდგრადი, ჭკვიანი და უსაფრთხო გზებით. მონაწილეები განიხილავენ საგზაო უსაფრთხოებას, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და დაფინანსებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას და რეგიონულ თანამშრომლობას.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია თბილისში 19-20 ნოემბერს გაიმართება

30.09.2026.12:26

19-20 ნოემბერს, თბილისში, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მე-5 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი), დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდება.

ყოველწლიური კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, ამ სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, საერთაშორისო და ადგილობრივი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით.

კონფერენცია გააერთიანებს ადგილობრივ და 20-მდე ქვეყნის საერთაშორისო დელეგატებს, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროს ექსპერტებს, შესაბამისი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ღონისძიების საპატიო მომხსენებელი იქნება ტერესა მორეირა - კონკურენციის საერთაშორისო ექსპერტი და გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) კონკურენციისა და მომხმარებელთა პოლიტიკის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი პანელური დისკუსიები დაეთმობა კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: მომხმარებლის დაცვის გლობალურ ტრანსფორმაციასა და რეგულირების თანამედროვე მიდგომებს; კონკურენციასა და ხელმისაწვდომობას მოწყვლად ბაზრებზე - ფარმაცევტულ და სასურსათო სექტორებში; კონცენტრაციებისკონტროლს დინამიკურ ეკონომიკაში; მომხმარებელთა დაცვას ონლაინ ბაზრებზე; კონკურენციის სამართლისა და სექტორული რეგულირების ურთიერთქმედებას; გლობალური ეკონომიკური ტრანსფორმაციის პირობებში კონკურენციის, ვაჭრობისა და ინდუსტრიული პოლიტიკის ბალანსს.

კონფერენცია საქართველოში კონკურენციის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის პოლიტიკის 30 წელს მიეძღვნება. 1996 წელს მიღებულმა კანონმა საფუძველი ჩაუყარა ამ სფეროში სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განვითარებას და შეიქმნა პირველი ანტიმონოპოლიური სამსახური. საიუბილეო თარიღი კონფერენციას დამატებით მნიშვნელობას სძენს და ქმნის შესაძლებლობას, შეფასდეს განვლილი გზა და განისაზღვროს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შემდგომი გაძლიერების პრიორიტეტები.

2025 წელს ღონისძიებამ 350-ზე მეტ დელეგატს, 50-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებელსა და 18 ქვეყნის კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების 40-ზე მეტ წარმომადგენელს უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საჯარო ინსტიტუტების, მარეგულირებელი ორგანოების, აკადემიური წრეებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები.

დეტალური ინფორმაცია კონფერენციის დღის წესრიგის განახლების, მომხსენებლებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, ხელმისაწვდომია ოფიციალურ ვებგვერდზე: www.ccc.gov.ge

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა