მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.9
-0.0034
flag
AZN 1.5354
-0.0002
flag
CNY 38.917
-0.0018
flag
EUR 3.0342
-0.0022
flag
GBP 3.5336
-0.0014
flag
KZT 58.29
0.0088
flag
TRY 0.0538
0
flag
USD 2.6101
-0.0003
news banner

რევაზ სოხაძემ სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

news image
mbc image

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე მოადგილეებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელებთან, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტისა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, სამშენებლო სექტორის ხარჯთაღმრიცხველებს შეხვდა. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების პროცესში ხარჯთაღრიცხვის ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის შესაძლო გზები.

რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა ხარჯთაღმრიცხველის პროფესიის მნიშვნელობას სამშენებლო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. მისი განცხადებით, სწორად მომზადებული ხარჯთაღრიცხვა პროექტის რეალისტური ღირებულების განსაზღვრის, სახელმწიფო რესურსების ეფექტიანად გამოყენებისა და მშენებლობის პროცესში შესაძლო ფინანსური და ტექნიკური რისკების შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„სახელმწიფოს პოზიცია მკაფიოა — მზად ვართ
ხარისხიან პროდუქტში გადავიხადოთ რეალური საბაზრო ღირებულება,
თუმცა შესაბამის ფასად აუცილებლად უნდა მივიღოთ შესაბამისი ხარისხი.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროექტების სწორად და კვალიფიციურად მომზადებას,
მათ შორის ხარჯთაღრიცხვის ხარისხს. გვაქვს შემთხვევები,
როდესაც პროექტის გადამოწმების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად იცვლება.
მიუღებელია როგორც ხელოვნურად გაზრდილი, ისე არარეალურად შემცირებული ფასი.
ჩვენი მიზანია ხარჯთაღრიცხვა ეფუძნებოდეს მოქმედ ნორმებს,
რეალურ საბაზრო ფასებსა და პროფესიულ, ობიექტურ შეფასებას”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრის თქმით,
ხარჯთაღრიცხვა სამშენებლო პროექტის მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მის ხარისხზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, რამდენად სწორად განისაზღვრება პროექტის ღირებულება, რამდენად ეფექტიანად წარიმართება შესყიდვისა და შემდგომ უკვე მშენებლობის პროცესი. პრაქტიკაში სამინისტრო აწყდება გამოწვევებს, რომლებიც სწორედ პროექტის მომზადებისა და ხარჯთაღრიცხვის ეტაპზე იწყება და მოგვიანებით შეიძლება აისახოს სამუშაოების მიმდინარეობაზე, ვადებსა და ღირებულებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ სამინისტროს მიზანია ამ მხრივ არსებული საკითხების პროფესიულ წრეებთან ერთად განხილვა და სისტემური მუშაობა.

შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ხარჯთაღრიცხვის მომზადების არსებული პრაქტიკის, პროფესიული კვალიფიკაციის, ერთიანი მიდგომისა და მეთოდოლოგიის განვითარების, ასევე სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე.

შეხვედრა დიალოგის ფორმით წარიმართა. ხარჯთაღმრიცხველებმა მინისტრს გაუზიარეს პრაქტიკაში არსებული გამოწვევები და მოსაზრებები იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სამშენებლო პროექტებში ხარჯთაღრიცხვის ხარისხის გაუმჯობესებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სფეროს წარმომადგენლებთან თანამშრომლობით გააგრძელებს მუშაობას სამშენებლო პროექტების მომზადების ხარისხის, ხარჯთაღრიცხვის პრაქტიკისა და შესაბამისი პროფესიული შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ვევედროთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს, მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა, შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება - პატრიარქი

11.09.2026.15:11

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა. შიო მესამემ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

„ჩვენი ცხოვრება მიმდინარეობს მრავალი განსაცდელისა და ბრძოლების პირობებში და ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მეოხება ზეგარდამო. ამიტომ ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენ მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავებს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა. გილოცავთ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღესასწაულს. ვევედროთ მას, რომ მისი ლოცვით ღმერთმა გვასწავლოს ჩვენ სინანული, გვასწავლოს ლოცვა და მოგვცეს ძალა და სიმამაცე სიმართლის თქმისა და სიმართლისთვის ცხოვრებისა. შეგვეწიოს, რომ გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება“, - განაცხადა პატრიარქმა.

მართლმადიდებელ ეკლესიას წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს მძიმე მარხვა აქვს დაწესებული. სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელს, რომელმაც იესო ქრისტეს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა, თავი მეფე ჰეროდეს ბრძანებით მოკვეთეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა