მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.6
-0.0022
flag
AZN 1.5607
-0.0007
flag
CNY 39.184
-0.009
flag
EUR 3.0408
-0.0379
flag
GBP 3.5101
-0.0504
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0571
-0.0002
flag
USD 2.6527
-0.0016
news banner

რევაზ სოხაძემ სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა

news image
mbc image

“ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.

არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ 70 სკოლის დირექტორებსა და მშობლებს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი შონიამ ინფორმაცია მიაწოდეს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს.

კითხვა-პასუხის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებს თითოეული პროექტის მიმდინარე სტატუსი, დაგეგმილი ღონისძიებები და განხორციელების ვადები გააცნეს.

მინისტრმა სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოწვეული იყო სხვადასხვა საკითხის, მათ შორის იურიდიული, ბიუროკრატიული და საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროებების გამო.

“ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია და მათ გადასაჭრელად საჭირო ნაბიჯებიც გადავდგით. მიღებულია მთავრობის დადგენილებები, ჩატარებულია ექსპერტიზები და განხორციელებულია საკანონმდებლო ცვლილებები. ჩვენ მზად ვართ სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღოთ გადაწყვეტილება, ავიღოთ პასუხისმგებლობა და პროცესები რაც შეიძლება სწრაფად წარვმართოთ. კარგად გვაქვს გააზრებული, რომ თქვენი ნდობა უნდა დავიმსახუროთ” - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესის გამჭვირვალობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სკოლების დირექტორებს განახლებული, რეალური ინფორმაცია ნებისმიერ დროს მიეწოდებათ. რევაზ სოხაძის თქმით, სკოლების დირექტორებთან პირდაპირი კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება, მათ შორის ადგილზე შეხვედრების ფორმატშიც.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო უწყებები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ გადაიჭრას სკოლების პროექტების მართვის პროცესში დაგროვილი გამოწვევები.

ამ ეტაპზე, გაუქმებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან (ESIDA) უფლებამონაცვლეობით გადმოცემული 77 ობიექტის დასასრულებლად, ჯამში 425 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება. მათ შორის, აქტიურ ფაზაშია 53 ახალი სკოლის მშენებლობა, 14 სკოლის სრული რეაბილიტაცია და 10 სკოლის პროექტირება.

პროცესების დაჩქარებისა და რესურსების ეფექტიანად გამოყენების მიზნით, განათლების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად განსაზღვრულ 13 სკოლაზე უკვე გამოცხადებულია პროექტირებისა და მშენებლობის ერთიანი შესყიდვა, ხოლო ერთ სკოლაზე – სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

ამასთან, 10 სკოლისთვის მზადდება ახალი საპროექტო გადაწყვეტა, რომელიც 2026 წლის განმავლობაში, როგორც განმეორებადი მოდელი, დამატებით დაახლოებით 30 სკოლაზე იქნება გამოყენებული.

ESIDA-სგან გადმოცემულ პროექტებთან მუშაობის პარალელურად, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სახელმწიფო და საერთაშორისო პარტნიორების თანადაფინანსებით დამატებით 53 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას და 45 სკოლის პროექტირებას ახორციელებს.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ყველა იმ სკოლის წარმომადგენლებთან, რომელთა პროექტებთან დაკავშირებით შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 1 დღე რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისიძიებამდე

18.06.2026.18:59

თითქმის ყველაფერი მზად არის. პავილიონები აწყობილია. საკონფერენციო ზონებში აუდიო და ვიზუალური ტექ. შემოწმება დასრულებულია. არტ ინსტალაციების დიდი ნაწილი უკვე კედლებზეა განთავსებული. თბილისის აეროპორტმა უკვე მიიღეო არაერთი საერთაშორისო სტუმარი, რომლებიც სულ მალე, დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე მოწყობილ სცენებზე წარსდგებიან და 10,000-ზე მეტ სტუმარს უნიკალურ ცოდნასა და გამოცდილებებს გაუზიარებენ. ეს გლობალ ტექ ვიქენდია – რეგიონის ტექნოლოგიურ ეკოსისტემათა გაერთიანების მისიით დაფუძნებული მოძრაობა, რომელიც 19-21 ივნისს კიდევ ერთხელ ბრუნდება. სანამ ბოლო 24 საათი გავა და გახსნის ცერემონია დაიწყება, გავიხსენოთ რა ელოდებათ სტუმრებს Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე. 

სამდღიანი ტექნოლოგიური დღესასწაული  

წარმოიდგინეთ სივრცე, სადაც შეძლებთ მოისმინოთ მსოფლიოში სახელგანთქმული პროექტების მიღმა მდგომი ადამიანების მოხსენებები და გაიგოთ როგორია სამუშაო დისციპლინით გამორჩეული პროფესიონალების ყოველდღიური რუტინა. შემდეგ კი სხვა პავილიონში გადაინაცვლოთ და პირადად გაიცნოთ ახალი სტარტაპის დამფუძნებელი, რომელიც ჯერ პროექტის განვითარების საწყის კაპიტალს ეძებს, 5 წლის შემდეგ კი შეიძლება სილიკონ ველის წამყვანი ინოვატორი გახდეს - ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ღონისძიებაზე გაცნობილი ინვესტორის დახმარებით. არც ის არის გამორიცხული, რომ მრავალი ნეთვორქინგ ზონიდან რომელიმეში პრემიალური მოდის სახლის მარკეტინგის ხელმძღვანელს შეხვდეთ და 1 წუთიან საუბარში მოასწროთ როგორც როგორც თქვენს პროექტებსა და მიზნებზე მოყოლა, ისე საკონტაქტო ინფორმაციის გაცვლა მასთან. გლობალ ტექ ვიქენდ თბილისზე მართლაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. აქ ხომ 10,000-ზე მეტი სტუმარი ერთი მიზნის გარშემო იკრიბება – ცოდნის გაზიარება და ადგილობრივი ბიზნეს ლანდშაფტის გარდაქმნა რეგიონში ყველაზე მიმზიდველ ტექნოლოგიური ზონად. 

ღონისძიებების სერია 19 ივნისს დაიწყება და 21 ივნისამდე თბილისში, პარტნიორი ორგანიზაციების სივრცეებში გაგრძელდება. აქ თითოეულ დღეს თავის დატვირთვა აქვს და კონკრეტული კონცეფციის ქვეშ არის მოქცეული.  

ათობით  ღონისძიება მხოლოდ პირველ დღეს 

კონფერენციები, ვორქშოფები, დახურული სამუშაო შეხვედრები და ლექციები - 19 ივნისის დატვირთული პროგრამა სხვადასხვა მიმართულების შეხვედრას მოიცავს. 

,,მიუხედავად იმისა, რომ თბილისში არაერთი დიდი ზომის საღონისძიებო სივრცეა, 19 ივნისს მაინც არ გვინდოდა ყველა აქტივობის ერთ სივრცეში ლოკალიზება. გვსურს ჩვენმა საერთაშორისო სტუმრებმა პირველ დღეს GTWT-ს პარალელურად ქალაქში მოძრაობა და მისი დათვალიერებაც შეძლონ, რათა კარგად შეაფასონ ლოკალური კონტექსტები და აქ მიღებული გამოცდილება სიღრმისეულად აღიბეჭდოს მათ მეხსიერებაში. ამიტომ გადავწყვიტეთ აგვეთვისებინა ჩვენი პარტნიორების შემოთავაზებული სივრცეები და იქ გავმასპინძლებოდით სტუმრებს და სპიკერებს. ღონისძიებების ჩასატარებლად საბოლოოდ შეირჩა სასტუმროები, საერთო სამუშაო სივრცეები, საუნივერსიტეტო ზონები და კულტურული დაწესებულებები.” - გვიყვება ნოდო ივანიძე, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის თანადამფუძნებელი.

მთავარი ღონისძიება მეორე დღეს, Factory Tbilisi-ში გაიმართება

სწორედ ეს არის თარიღი, რომლის შესახებაც ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს – 20 ივნისი, გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის Flagship ღონისძიების დღე. 

150-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი და მათი წარმომადგენლები, 200+ სპიკერი,  300+ ინვესტორი და ათეულობით ნიშური სტარტაპი, კულტურული და გასართობი ზონები და სხვა დანარჩენი ერთ ჭერქვეშ, Factory Tbilisi-ში მოიყრის თავს. ეს ,,კოკა-კოლას” ყოფილი საწარმოს შენობაა, რომელიც დღეს ქალაქის ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად არის ქცეული და გლობალ ტექ ვიქენდის მასპინძელია. 

სივრცე სექტორულ პავილიონებად დაიყოფა, სადაც ხუთი სცენა თემატიკის მიხედვით გადანაწილდება: მომავლის ინოვაციების, ტექნოლოგიების, გლობალური, სტარტაპების და თეატრის სცენა + ვორქშოფის ზონები. სწორედ ამ სცენებზე მოისმენთ მეტას, გუგლის, დოლჩე და გაბანას და სხვა სახელგანთქმული ბრენდების სპიკერებს, ადგილობრივ პროფესიონალებს და მეწარმეებს, წარმატებული სტარტაპების დამფუძნებლებს და მათი გუნდის წევრებს. გამომსვლელთა სრული სიის და პროგრამის ნახვა შეგიძლიათ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

კულტურული გამოცდილებები და არაფორმალური შეხვედრები – 21 ივნისი 

ორ დღიანი უწყვეტი ინფორმაციული მიმოცვლა და დამღლელი სამუშაო აქტივობები კვირას კულტურული გამოცდილებებით დასრულდება. მონაწილეებს შუალედებში შეეძლებათ არაფორმალური გარემოში ბიზნეს შეხვედრები გამართონ, საღამოს კი ყველა სტუმართან ერთად კოქტეილ წვეულებას შეუერთდნენ და გლობალ ტექ ვიქენდ თბილისის წარმატებით ჩატარება იზეიმონ. 

თუ მზად ხართ თქვენც შეუერთდეთ რეგიონის მთავარ ტექნოლოგიურ დღესასწაულს, იჩქარეთ ბილეთების შეძენა პლატფორმებზე: gtwt.ge და TKT.GE | Biletebi.ge whatabout.live 

აქვე შეგახსენებთ, რომ გლობალ ტექ ვიქენდ თბილისი 2026-ში მონაწილეობა და მოძრაობის მხარდაჭერა სხვა გზებითაც არის შესაძლებელი, იქნება ეს პარტნიორობა, სასპონსორო შესაძლებლობები და სპიკერად რეგისტაციაც კი. ინფორმაციას შეგიძლიათ ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალურად გაეცნოთ ან ორგანიზატორებს პირადად დაუკავშირდეთ

ღონისძიებების შესახებ ინ­ფორ­მა­ცი­ა მუდმივად ახლდება – არ გამოგრჩეთ, გამოიწერეთ GTWT 2026-ის ო­ფი­ცი­ა­ლური სოც. მე­დია არ­ხები: 

InstagramFacebookLinkedIn

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა