მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როდიდან დაიწყებს სტუდენტების მიღებას კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის კამპუსი

news image
mbc image

მიმდინარე წლიდან ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის (CU) კამპუსი სტუდენტების მიღებას დაიწყებს. როგორც Business Insider Georgia-ს კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა კახა შენგელიამ განუცხადა, ამ დროისათვის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბათუმთან დაკავშირებით დიდი გეგმები გაქვს. გვინდა, რომ ეს რეგიონი იყოს ერთ-ერთი ჰაბი და განკუთვნილი იყოს, როგორც ქართველებისთვის, ისე უცხოელებისთვის. ვაპირებთ 2000-2500 სტუდენტის მიღებს, მათ შორის უცხოელების. გეგმები გვაქვს ძალიან დიდი -  ასევე ვაპირებთ კერძო სკოლის გაკეთებას. საუბარია ე.წ. საშუალო სკოლაზე. გვინდა, რომ ეს განათლება ბათუმში კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“, - აცხადებს კაცა შენგელია.

 კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებლისა და პრეზიდენტის განმარტებითვე, პროექტის ფარგლებში შენდება სტუდენტების საცხოვრებელიც. 

„ასევე ვაშენებთ ძალიან დიდ, 26 სართულიან საერთო საცხოვრებელს, რათა უცხოელმა სტუდენტებმა იქ იცხოვრონ და თავიანთი წილი შეიტანონ ბათუმის ცხოვრებაში“, - ამბობს შენგელია.

ბათუმში კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსი ბაგრატიონის ქუჩაზე, რეფერალური საავადმყოფოსთან ახლოს გაიხსნება. 

კავკასიის უნივერსიტეტის დამფუძნებელი ამბობს იმასაც, რომ უნივერსიტეტში ცალკეული მიმართულებები მორგებული იქნება რეგიონის საჭიროებებს. 

„შევასწავლით იმ მიმართულებებს, რაც რეალურად სჭირდება ბათუმს. ესაა პედაგოგიკა, საზღვაო საქმე, ალბათ გვექნება მედიცინაც, გვექნება ფსიქოლოგია, სამართალი  და ყველა ის მიმართულება რაც სჭირდება რეგიონს და დასავლეთ საქართველოს“, - განმარტავს შენგელია.

რაც შეეხება უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლებს, საწყის ეტაპზე თბილისიდან ჩავლენ, თუმცა იქნებიან ადგილობრივი კადრებიც.

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით. მისი დევიზია: "Studium Pretium Libertatis" - ,,ცოდნა თავისუფლების საწინდარია”.

CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.

კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების,არქიტექტურისა და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან. უნივერსიტეტს აქვს უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კურსდამთავრებულებს მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის, დოქტორის და დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხები. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ტრენინგ ცენტრი და მოქმედებს მრავალფეროვანი სასერტიფიკატო პროგრამები.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატი. კავკასიის უნივერისტეტი  პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა.

კავკასიის უნივერსიტეტი 2007 წელს გახდა AACSB-ის წევრი, 2018 წელს კი მოიპოვა აკრედიტაციის პროცესის დაწყების უფლება. კავკასიის ბიზნესის სკოლამ აკრედიტაციის რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპი წარმატებით გაიარა და ემზადება საბოლოო აკრედიტაციისთვის.

კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის ინგლისურენოვან პროგრამას მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. რაც სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით საუკეთესო ხარისხის განათლება, პროგრამის დასრულების შემდგომ კი საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული დიპლომი მიიღონ. 

კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 68 ქვეყნის 265 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს. ეს ფაქტი კი, საშუალებას აძლევს მიიღოს უცხოელი სტუდენტები და ლექტორები, ჰქონდეს ორმაგი ხარისხის პროგრამები, ასევე გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. შესაბამისად, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით პროგრამებში. ისინი ინტენსიურად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, ამავდროულად,  კავკასიის უნივერსიტეტში განათლებას იღებენ სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 98%, ხოლო სტუდენტების 80% დასაქმებულია როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო კომპანიებსა და ორგანიზაციებში, საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.

შენობა ისტორიულია, აშენებულია 1909 წელს. 1911-1924 წლებში, ამ ადგილას სომხური სემინარია ფუნქციონირებდა. შენობაში რამდენიმე წელი მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ისტორიულ ძეგლს მაქსიმალურად შეუნარჩუნდა თავდაპირველი იერსახე. რესტავრაცია ჩაუტარდა ყოფილი სემინარიის ყველა იმ ნაწილს, რომელთა აღდგენაც შესაძლებელი იყო.

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში საგანმანათლებლო პროგრამებს 2010 წლიდან ახორციელებს ტურიზმის, სამართლის და ეკონომიკის მიმართულებით. CU ბათუმის ახალი კამპუსის მშენებლობა უკვე დაწყებულია. შენობა აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ბიბლიოთეკით, ლაბორატორიებით, სპორტული მოედნებით და საც

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა