მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

როგორ აძლიერებს საქართველოს ბანკის პროექტი „გასტროლები“ გასტრო ბიზნესს

news image
mbc image

საქართველოს ბანკის პროექტმა „გასტროლები“ 2023 წლის მაისიდან აიღო სტარტი.  16 ეპიზოდის განმავლობაში შეფ-მზარეულმა დიმიტრი რჩეულიშვილმა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, არგვეთა თუ სათიბე მოიარა და მაყურებლებს გამორჩეული კვების ობიექტები გააცნო. ვიდეოებმა სოციალურ ქსელში 1 600 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა, პროექტმა კი რესტორნებს ახალი მომხმარებლების მოზიდვასა და პოპულარობის ზრდაში შეუწყო ხელი.

16 გასტრო ბიზნესი, რომელიც გასტროლებში ვიხილეთ, გურმანებს ქართული და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის კერძებით უმასპინძლდება. თუმცა, პროექტის ფარგლებში ჩატარებულ რეგულარულ ქუჩის გამოკითხვებში ბევრად მეტი კაფე-რესტორანი თუ საფირმო კერძი დასახელდა და მორიგი ეპიზოდებისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.

გასტროლების ეპიზოდებში კარგად ნაცნობ ადგილებთან ერთად, შედარებით ახალი ობიექტებიც მოხვდა და ათასობით მომხმარებლის მოწონება დაიმსახურა.

თუ ეპიზოდებში დიმიტრი რჩეულიშვილი კერძებს აფასებდა, ამჯერად მონაწილეები გვიზიარებენ გასტროლებზე  საკუთარ შთაბეჭდილებებსა და მოსაზრებას.

“დადებითად შევაფასებდი როგორც გასტროლებში ჩვენს მონაწილეობას, ასევე მთლიანად, პროექტს. გადაღების დაგეგმვა და უშუალოდ პროცესიც ძალიან საინტერესო იყო. პროექტში მონაწილეობას ცალსახად დადებითი გავლენა აქვს ბიზნესზე, რადგან იზრდება მისი ცნობადობა და საშუალება აქვს, მისი უპირატესობები ფართო აუდიტორიას გააცნოს”, — აღნიშნა თამაზ მეფარიშვილმა, რესტორან სორმონის მენეჯერმა.

სორმონი იმერული სამზარეულოთი შთაგონებული რესტორანია. გასტროლების სერიამ ჯამში 300 000-მდე ნახვა დააგროვა სხვადასხვა სოციალურ ქსელში. ეპიზოდის შემდეგ განსაკუთრებით პოპულარული გახდა კერძი ”ღორის ნეკნი შეფისგან“, - ამბობს თამაზ მეფარიშვილი.

კიდევ ერთი, გამორჩეული ადგილი, რომელშიც გასტროლები მოეწყო, „ლია დეიდაა“, არგვეთაში. მისი დამფუძნებლის თქმით, ეპიზოდის შემდეგ ბევრ ახალ სტუმარს უმასპინძლეს.

“გვინდა, რომ აქ მოსულმა სტუმარმა გემრიელად მიირთვას, იმერულ გემოს გაეცნოს და დაისვენოს. გასტროლების, როგორც პროექტის მიზანიც სწორედ ისაა, ხალხს ისეთი ადგილები გააცნოს, სადაც დამახასიათებელ, ავთენტურ გემოებს გასინჯავენ. ამიტომ დავთანხმდით სიამოვნებით, რომ გვემასპინძლა და იმერული სამზარეულო შეგვეთავაზებინა. პროექტში მონაწილეობის შემდეგ ჩვენი სამზარეულოთი დაინტერესებულთა რიცხვი გაიზარდა. განსაკუთრებით მოთხოვნა იყო მწვანე პომიდვრის ფხალზე, რომელზეც დიმიტრი ვიდეოს ბოლოს საუბრობს. ასევე, გვყავდნენ სტუმრები, რომლებმაც გვითხრეს, რომ გასტროლებში გვნახეს და სტუმრობა გადაწყვიტეს”, — ამბობს გიორგი ჟორჟოლაძე.

90 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა გასტროლებმა Pepperboy-ში, რომელიც სტუმრებს აზიური კერძებით უმასპინძლდება.

“გასტროლებში მონაწილეობის შემდგომ თვალსაჩინოა ის შედეგი, რომელიც კონვერტირდებოდა შეტყობინებებში და ძალიან დიდი ახალი აუდიტორიისთვის ჩვენი რესტორანი ცნობილი გახდა. გასტროლების შემდგომ, ადამიანები მოდიოდნენ და კითხულობდნენ იმ კერძებს, რომლებიც ამ ვიდეოებში იყო ნაჩვენები. რაც შეეხება კონკრეტული კერძების პოპულარობის ზრდას, რადგანაც სამზარეულოს მეტ-ნაკლებად უკვე ჰქონდა ცნობადობა, ამის თქმა კოქტეილებზე უფრო თამამად შეგვიძლია. „სკრაპი კოკო“, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, ამ თვის ბესტსელერი გახდა”, - ამბობს თინათინ ხაფავა.

საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. თუ გსურთ, ისარგებლოთ მრავალფეროვანი შესაძლებლობებით საქართველოს ბანკისგან და გაიგოთ მეტი ბიზნესზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შესახებ, ეწვიეთ ამ ბმულს. გასტროლების ეპიზოდების სანახავად კი ესტუმრეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რევაზ სოხაძემ პარლამენტის კომიტეტის გასვლით სხდომაზე ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა

27.11.2026.18:37

ბოლნისში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელები. სხდომაზე განიხილეს ქვემო ქართლში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი განხორციელების პროგრესი, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები.

„ყურადღება გავამახვილეთ ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების ხედვასა და სისტემურ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პროექტების განხორციელებისას შეფერხებების მინიმუმამდე დაყვანას უზრუნველყოფს. ქვემო ქართლში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ – ბოლნისის ურბანული განახლებით დაწყებული, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებით დასრულებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც და მომავალში არაერთი მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება“ – განაცხადა რევაზ სოხაძემ.

ამ ეტაპზე ქვემო ქართლში 72 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის, 24 სკოლის, 19 საგზაო ინფრასტრუქტურის, 10 სპორტული ინფრასტრუქტურის, 9 საბავშვო ბაღის, 5 წყალმომარაგებისა და წყალარინების და 5 ურბანული განვითარების პროექტი.

რეგიონში მიმდინარე საგზაო პროექტების სახელშეკრულებო ღირებულება 128 მილიონ ლარს, სპორტული ინფრასტრუქტურის პროექტების – 31,1 მილიონ ლარს, ხოლო საბავშვო ბაღების პროექტების – 32,4 მილიონ ლარს შეადგენს.

ქვემო ქართლში დამატებით 69 ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, მათ შორის, 29 სკოლის, 25 საგზაო ინფრასტრუქტურის, 9 სპორტული ობიექტისა და 6 საბავშვო ბაღის პროექტი. დაგეგმილი საგზაო პროექტებიდან ექვსზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია. სხვადასხვა სახელმწიფო ფონდისა და პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლში 101 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 522 პროექტია დაფინანსებული.

სხდომაზე მინისტრმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტის წევრებს პროექტების მიმდინარეობის, შესრულების ვადებისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს. გასვლით სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი უძღვებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი კახაბერ გულედანი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა