მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7184
0.0384
flag
AZN 1.5409
0.0025
flag
CNY 38.974
0.0064
flag
EUR 3.0551
0.0051
flag
GBP 3.568
0.0015
flag
KZT 57.03
-0.0009
flag
TRY 0.0544
0
flag
USD 2.6195
0.0042
news banner

რა ბიზნეს შესაძლებლობებს ქმნის ქართული კულტურა - კულტურის მინისტრის შეფასება

news image
mbc image

კულტურის მინისტრის თინათინ რუხაძის განცხადებით, ქართული  კულტურის მიმართ საერთაშორისო ინტერესი მაღალია როგორც წამყვანი ინსტიტუციებისა და მუზეუმების მხრიდან, ისე სხვადასხვა შემოქმედებითი ინდუსტრიების კუთხით. 

როგორც თინათინ რუხაძემ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა, კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილი საერთაშორისო მიმართულებას მოიცავს - გასულ წელს დაახლოებით 600 პროექტიდან დაახლოებით 30% საერთაშორისო იყო, ხოლო მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაფინანსებული 153 პროექტიდან 30-ზე მეტი უკვე საერთაშორისო პროექტს წარმოადგენს. 
„გასულ წელს 600-მდე პროექტი გვქონდა, აქედან დაახლოებით 30% საერთაშორისო იყო. 153 პროექტი გვაქვს წელს პირველ კვარტალში დაფინანსებული და აქედან 30-ზე მეტი პროექტია საერთაშორისო. დაწყებული თურქეთიდან, დამთავრებული ავსტრალიამდე ყველგან იყვნენ უკვე ჩვენი ხელოვანები. შესაბამისად ეს არის ლაიფციგის წიგნის ბაზრობა... ეს ხომ არ არის მხოლოდ ერთი ინსტიტუციისთვის გაკეთებული, ეს არის გამომცემლებისთვის, ეს არის მთარგმნელებისთვის, ეს არის ლიტერატორებისთვის. აქ წარმოდგენილია როგორც კლასიკური ქართული მწერლობა, რომელიც უნდა ითარგმნოს, განახლდეს და გამოიცეს ხელახლა და საგამომცემლო ბიზნესის ხელშეწყობაა, ასევე არის მწერლების ხელშეწყობა, ახალ მწერლებს ძალიან ვეხმარებით ამ კუთხით. ეს არის ლონდონის წიგნის ბაზრობა, სადაც გამომცემლები გვყავდა წარმოდგენილი.  რამდენიმე დღეში დაიწყება პარიზის წიგნის ბაზრობა, სადაც თუ ლონდონში და ლაიფციგში ვიყავით პატარა სტენდებით წარმოდგენილი, წელს პარიზმა შემოგვთავაზა უზარმაზარი სტენდი, უზარმაზარი პლატფორმა, ერთ-ერთი მთავარი სტუმარი ვართ ამ ფესტივალის და იქ არ არის მხოლოდ წიგნი და წიგნიერება წარმოდგენილი, იქ არის წარმოდგენილი მუსიკა, ხელოვნების სხვადასხვა სფეროები, მრავალმხრივად ვუდგებით ამ საკითხს და ესეც ჩვეულებრივად ბიზნესის ხელშეწყობაა. დაწყებული გამომცემლიდან დამთავრებული კერძო მუსიკალური კომპანიებით, მუსიკოსებით, კომპოზიტორებით, მწერლებით, მხატვრებით, რომლებიც ამ წიგნებს აფორმებენ და ბევრი მომიჯნავე დარგის ადამიანით. 
საქართველოს იდენტობას მხოლოდ კინო, მწერლობა ან ფოლკლორი არ განსაზღვრავს - ჩვენ ყველაფერი ერთობლივად უნდა განვავითაროთ. მიმაჩნია, რომ საქართველოსთვის მსოფლიო დონის ბრენდებია რობერტ სტურუა, რეზო გაბრიაძე, ელდარ შენგელაია და სხვა გამორჩეული სახელები.
მსოფლიო დონის ბრენდებია ნიკო ფიროსმანი და ლადო გუდიაშვილი. სწორედ მათზე გვესაუბრება დღეს გუგენჰაიმის მუზეუმი. მაგალითად, გვეუბნებიან, რომ გამოფენას მხოლოდ ბილბაოში კი არ მოაწყობენ, არამედ მსოფლიო ტურნეში გაიტანენ და გუგენჰაიმ ბილბაოდან ნიუ-იორკის გუგენჰაიმში გადაინაცვლებენ.
შესაბამისად ეს ჩვეულებრივად სამუზეუმო ბიზნესიც არის. ჩვეულებრივად საქმიანობაა, რომელიც ეკონომიკური კუთხითაც საქართველოსთვის საინტერესო უნდა იყოს. ამიტომ ჩვენი მიმართულება არის, რომ შიგნით ბევრ სიღრმეებში ჩავიდეთ, ვეძებოთ, ბევრი სამეცნიერო კვლევა დავაფინანსოთ, ვაკეთებინოთ ხელოვნებათმცოდნეებს და სხვადასხვა მეცნიერებს. ჩვენ გვაქვს უნიკალური ხელნაწერები, უნიკალურია ნებისმიერი ის სფერო, რომელიც გვაქვს არქეოლოგიაში, ისეთი მიგნებები გვაქვს. ჩვენ არ ვიცით ჯერ კიდევ ჩვენი მიწა-წყალი რას ინახავს.. პატარა ქვეყანა ვართ ძალიან დიდი და უნიკალური ისტორიით, კულტურით და სამეცნიერო პოტენციალით. აუცილებლად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რომ მეტ ტურისტს მოიყვანს და მეტ ინვესტიციას მოიყვანს, შიგნით მთელი გუნდით ერთად ვშრომობთ იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურულად მოვლილი იყოს ჩვენი ნამდვილად საგანძური, ჩვენი ძეგლები. იმიტომ რომ ინფრასტრუქტურულად შენ რომ ტურისტს მოიზიდავ, უნდა იყო წარმოდგენილი ისე არა მხოლოდ ტურისტული მარტო პირდაპირ დავუშვათ ჰოსპიტალითი, სასტუმრო დახვდეს, გზა დახვდეს და ტრანსპორტი დახვდეს და ეს ყველაფერი გამართული, არამედ შენი ძეგლებიც მოვლილი დახვდეს და ისეთ დონეზე მოუყვე ყველაფრის შესახებ, ისე გქონდეს სთორითელინგი შენი ქვეყნის აწყობილი, ანუ ისეთი ისტორია მოუყვე, რომ მეორედ, მესამედ, მეათედ მოუნდეს დაბრუნება - როგორც ჩვენ მოგვწონს დავუშვათ ევროპაში სხვადასხვა ქალაქებში, მსოფლიოში დაბრუნება. და შესაბამისად ჩვენ ევროპული კულტურის ნაწილი ვართ, ჩვენი ქრისტიანული კულტურაც ამას წარმოადგენს“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მგზავრებს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - თბილისის მერია

26.08.2026.17:45

მგზავრებს მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია აქვეყნებს. 
 
,,მალე დედაქალაქის მოსახლეობას მეტროს განახლებული შემადგენლობა მოემსახურება - ახალი ვაგონების პირველი პარტია ექსპლუატაციისთვის უკვე მზადაა.მეტროს განახლება და ახალი ვაგონების შემოყვანა ქალაქის სატრანსპორტო სისტემის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახალი მოძრავი შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა კომფორტს, უსაფრთხოებასა და მომსახურების ხარისხს და თბილისის მეტროს თანამედროვე სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოებს", - წერს თბილისის მერია. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა