როგორ უნდა მოიქცეს ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს მიწას მაგრამ მისი შემოსავალი არის 40 000 ლარიდან 100 000 ლარის ზღვარში და რა შეღავათები არსებობს მიწის ფლობის შემთხვევაში | ლევან დგებუაძე საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსში 1 ოქტომბრიდან ამოქმედებული ცვლილებების, ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ახალი 100 ათასლარიანი ზღვრის, 2026 წელს ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისა და ოჯახის ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების წესის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან დგებუაძემ ისაუბრა.
განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე, ვის აღარ ევალება 2026 წელს ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა?
კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ აღნიშნული ცვლილების შედეგად მიმდინარე წელს დეკლარაციის წარმოდგენა არ ევალებათ პირებს, თუ მათი გასული წლის შემოსავალი არ აჭარბებს 100 000 ლარს. ზოგადად, ვიცით, რომ ქონების გადასახადით იბეგრება უძრავი ქონება, შენობა-ნაგებობები, სახლი, მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება და, ვისაც ჰყავს საკუთრებაში, ვერტმფრენი, ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, თუ გასულ წელს მათი შემოსავალი აჭარბებს 100 000 ლარს. და მეორე, მიწის ნაწილზე, მიწაზე ქონების გადასახადს იხდიან ფიზიკური პირები, თუ ამ მიწაზე არ არის საგადასახადო შეღავათი დადგენილი, და საერთოდ არ არის დამოკიდებული შემოსავალზე. ანუ ეს არის ორი კატეგორია დაბეგვრის ობიექტის.
თუ ფიზიკური პირი 2025 წელს ფლობდა დასაბეგრ ქონებას 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე აქვსთ არა ვალდებულება წარადგინოს დეკლარაცია საგადასახადო ორგანოში?
საგადასახადო კანონმდებლობაში არის ასეთი ჩანაწერი, რომ ფიზიკურ პირს, თუ არ ეცვლება მონაცემები და დაბეგვრის ობიექტი - ქონება, მიწა მას შეუძლია, არ წარმოადგინოს დეკლარაცია და საგადასახადო ორგანო ავტომატურად განახორციელებს მიმდინარე წელს იგივე დარიცხვის გადმოტანას, რაც იყო გასულ წელს.
დაბნეულობა, ალბათ, იმაშია, რომ ვისაც გასულ წელს ჰქონდა წარმოდგენილი დეკლარაცია და, აი, ეს არის მნიშვნელოვანი, განვმარტოთ, და მითითებული ჰქონდა შემოსავალი 40 000-დან 100 000 ლარამდე, რომელზეც წელს უკვე შეღავათია, ანუ ზღვარშია მიმდინარე წელს, მათ, თუ იგივე ზღვარში აქვთ შემოსავალი გასული წლის - 40 000-დან 100 000 ლარამდე, არ მოუწევთ დეკლარაციების წარმოდგენა, არ არიან ვალდებულები, წარმოადგინონ დეკლარაცია.
საგადასახადო ორგანო თავად უზრუნველყოფს მათზე ამ ნაწილში ქონების გადასახადის განულებას მიმდინარე წელს. მხოლოდ დაარიცხავს მიწის გადასახადს, თუ ასეთი ჰქონდა მითითებული დეკლარაციაში და ეკუთვნოდა მიწის გადასახადი.
ანუ აქ, რომ კიდევ ერთხელ განვუმარტოთ ყველას და ნათელი იყოს: ვისაც გასულ წელს 40 000-დან 100 000 ლარამდე აქვს შემოსავალი და ჰქონდა წარმოდგენილი დეკლარაცია, მიმდინარე წელს აღარ მოუწევთ დეკლარაციის წარმოდგენა. ჩვენ მხოლოდ გავუნულებთ გადასახადს, გარდა მიწის გადასახადისა.
ვინ უნდა წარადგინოს დეკლარაცია, როდესაც დასაბეგრი ქონება გააჩნია ოჯახის სხვა წევრებსაც? აქვე რომ დავასახელოთ ვინ ითვლება ოჯახის წევრად?
დავიწყოთ იმით, რომ კანონმდებლობა ნათლად გვეუბნება, ვინ არის ოჯახის წევრი. უპირობოდ ეს არის თავად პირი, მისი მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები. ეს უპირობოა.
ასევე არის დათქმა, რომ პირთან მუდმივად მცხოვრებ ოჯახის წრეს - ეს იქნება მშობლები, და-ძმა, შვილიშვილი, შვილი, ბებია, პაპა თვითონ ფიზიკური პირი განსაზღვრავს. ვინც მუდმივად ცხოვრობს მათთან ერთად, უკვე იკვრება ოჯახი.
რაც შეეხება შემოსავლებს, ოჯახის წევრი თუ უკვე ვიცით, იდენტიფიცირებული გვყავს და ვთქვით, რომ ეს უპირობოდ თავად პირი, მეუღლე და არასრულწლოვანი შვილებია, ხოლო სხვა ოჯახის წევრებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ფიზიკურ პირთან ერთად, ფიზიკური პირი თავად აიდენტიფიცირებს, მუდმივად ერთად ეწევიან სამეურნეო საქმიანობას, ახლა უკვე უნდა დავითვალოთ მათი შემოსავლები: გასულ წელს რამდენი ჰქონდათ, ჰქონდათ თუ არა 100 000 ლარზე მეტი.
მაშინ უნდა ჩამოვთვალოთ, პირველ რიგში, როგორ ვითვლით ამ შემოსავლებს. ეს არის ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. ბევრი ფიზიკური პირი არის ასევე მცირე ბიზნესის გადასახადის გადამხდელი და მათ აქვთ მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი. ამ შემთხვევაში მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 25% გაითვალისწინება აი ამ ზღვრის დაანგარიშების დროს.
ასევე, ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან. ყველაზე აქტუალური საკითხი არის ხელფასი, სადაც ხშირად არის დაბნეულობა: ხელფასი უნდა დავითვალოთ დარიცხული და არა ხელზე მიღებული, ანგარიშზე ჩარიცხული ხელფასი. მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად იანგარიშება ეს შემოსავლები, რაც წეღან ჩამოვთვალე.
აქვე შეგვიძლია ვთქვათ ისიც, რომ არის ისეთი შემოსავლები, რომლებიც გამოირიცხება, შემოსავლებში არ ჩაირთვება. ეს არის, თუ საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტი ფიზიკური პირი გზავნილებს აგზავნის საზღვარგარეთიდან, ასეთი შემოსავლები - ოჯახის წევრების მიმართ ფულადი გზავნილები არ ჩაითვლება შემოსავლებში.
როგორ უნდა მოიქცეს ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს მიწას მაგრამ მისი შემოსავალი არის 40 000 ლარიდან 100 000 ლარის ზღვარში? და რა შეღავათები არსებობს მიწის ფლობის შემთხვევაში?
როგორც აღვნიშნე, მიწასთან მიმართებაში საერთოდ არ არის ეს ზღვართან კავშირში, არც იყო არასდროს. თუ ფიზიკურ პირს აქვს დასაბეგრი მიწის ნაკვეთები, რომლებზეც არ ვრცელდება საგადასახადო შეღავათი, ბუნებრივია, უნდა დაადეკლარიროს ასეთი მიწის ნაკვეთები და ქონების გადასახადი გადაიხადოს წელს უკვე არა უგვიანეს 15 ნოემბრისა, გადადის მომდევნო სამუშაო დღეზე 16 ნოემბერს.
მიწა უნდა იყოს ან საკუთრებაში, ან სარგებლობაში, ან სახელმწიფო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობს ფიზიკური პირი მიმდინარე წლის პირველი აპრილის მდგომარეობით. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა მოახდინოს მიწის გადასახადის ნაწილის დეკლარირება.
უძრავ ქონებაზე, როგორც ვთქვით, დეკლარირდება გასული წლის, 2025 წლის პერიოდში საკუთრებაში არსებული.
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, rs.ge-ზე, შეუძლიათ იხილონ ნებისმიერი ინფორმაცია, კითხვა-პასუხი ქონების გადასახადთან დაკავშირებით, ბროშურები, ვიდეოინსტრუქცია, განმარტება - ტექნიკური თუ შინაარსობრივი სახის. ნებისმიერი ეს ინფორმაცია 24/7-ის რეჟიმში ხელმისაწვდომია საიტზე.
საიტის გარდა, შეუძლიათ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით - 2 99 299 და ონლაინ ჩატის საშუალებითაც შეუძლიათ მიიღონ ნებისმიერ საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
23.10.2026.09:02
23 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღე იქნება ფოთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც გამოიდარა. დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
მესტიაში უნალექო დღე და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ახალქალაქში ტემპერატურა დღისით +20, ღამით კი +10 დაფიქსირდება.
ბორჯომში უნალექო დღეა, +21 იქნება დღისით, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +0 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
გუდაურშიც წვიმიანი ამინდია. დღის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით, 11 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება და იწვიმებს.
ლაგოდეხშიც წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექი გურჯაანშიც იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.