როგორი ამინდია 8 აპრილს მოსალოდნელი საქართველოში
8 აპრილს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმას ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც წვიმს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ფოთში, მცირე წვიმა. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიანი დღე იქნება ზუგდიდშიც, მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +15, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც დღე მზიანია, მცირე ნალექია მოსალოდნელი წვიმის სახით, +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ამბროლაურშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, თუმცა იწვიმებს დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იქნება მცირე ნალექი წვიმის სახით, +15 იქნება დღისით, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს. დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია, დღის განმავლობაში +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო ამინდია. დღისით +5 ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზე ანათებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება თელავში, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანში. დღისით +16 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღშიც იწვიმებს, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს - განცხადება
24.08.2026.21:55
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. ,,ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ინდონეზიის დროშის ქვეშ მცურავი SAVIR TIGER (IMO 9388730) თითქოს ოკუპირებული აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შევიდა, არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს არსებული სანავიგაციო და ტექნიკური მონაცემებიც.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გემის საქართველოს არცერთ ნავსადგურში შემოსვლა დაგეგმილი არ ყოფილა, რასაც ადასტურებს MSW სისტემაში შესაბამისი ჩანაწერების არარსებობა.
გემის მოძრაობის მონაცემებით, SAVIR TIGER, რომლის სიგრძე 245.07 მეტრია, 16 აგვისტოს გამოვიდა თურქეთის იალოვას ნავსადგურიდან, 18 აგვისტოს გაიარა ბოსფორის სრუტე და მოძრაობა შავი ზღვის აღმოსავლეთის მიმართულებით განაგრძო. 22 აგვისტოს, საქართველოს ტერიტორიული წყლების გარეთ, დაახლოებით პიჩორის ტრავერსზე, გემის AIS სიგნალი შეწყდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდებოდა არც LRIT სისტემაში, ხოლო 24 აგვისტოს გემი უკვე სამსუნის ტრავერსზე დაფიქსირდა.
AIS-ის ან LRIT-ის სიგნალის დროებით არარსებობა არ წარმოადგენს და ვერ იქნება გემის რომელიმე ნავსადგურში შესვლის მტკიცებულება. ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არაერთხელ განუცხადებია. მსგავსი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით პროფესიული თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია.
უფრო მეტიც, გემის ზომის, მოძრაობის ტრაექტორიისა და დროითი მონაცემების ერთობლივი ანალიზი არ ადასტურებს მის აფხაზეთის რომელიმე ნავსადგურში შესვლას. სამსუნის რაიონიდან აფხაზეთის სანაპირომდე გადაადგილებისა და უკან დაბრუნებისთვის საჭირო დრო პრაქტიკულად მოიცავს იმ დაახლოებით ერთ დღიან პერიოდს, როდესაც გემის პოზიციის შესახებ მონაცემები არ ფიქსირდებოდა. შესაბამისად, რეალისტური დრო პრაქტიკულად არ რჩება ნავსადგურში შესვლისთვის, მანევრირებისთვის, დგომისთვის, შესაძლო სატვირთო ოპერაციისთვის და შემდგომ უკან გამოსვლისთვის.
ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ზოლს ფიზიკურად არ გააჩნია 245-მეტრიანი, მსგავსი ტიპისა და პარამეტრების გემის უსაფრთხოდ მიღებისა და მომსახურებისთვის საჭირო შესაბამისი საპორტო და სანავმისადგომო ინფრასტრუქტურა.
შესაბამისად, „ფორმულას“ მიერ დაუდასტურებელი ვერსიის ფაქტად გავრცელებას ვაფასებთ როგორც დეზინფორმაციას. განსაკუთრებით სახიფათოა მსგავსი პრაქტიკა მაშინ, როდესაც საკითხი უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებს, რეგიონულ უსაფრთხოებასა და საზღვაო ნაოსნობას. ასეთ თემებზე ჟურნალისტური ვარაუდის ფაქტად გასაღება არა მხოლოდ პროფესიული სტანდარტების უგულებელყოფა, არამედ საზოგადოების მიზანმიმართული შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია „ფორმულას“, შეწყვიტოს გადაუმოწმებელი და არაკომპეტენტურ წყაროებზე დაფუძნებული ინფორმაციის ფაქტად გავრცელება და მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებამდე გადაამოწმოს იგი კომპეტენტურ უწყებებსა და სანდო საზღვაო მონაცემთა სისტემებში”, - წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.