მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7174.4
-0.0122
flag
AZN 1.5518
-0.0003
flag
CNY 38.818
0.0013
flag
EUR 3.014
0.0031
flag
GBP 3.5354
0.0116
flag
KZT 56.45
0.001
flag
TRY 0.0563
0
flag
USD 2.6376
-0.0008
news banner

როგორი ამინდია მოსალოდენლი 10 ივლისს საქართველოში

news image
mbc image

10 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +33 და ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +25 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

სოხუმში მზეა მოსალოდნელი, +33 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

ახალქალაქში მზეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 იქნება. წვიმა იქნება ახალქალაქშიც, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +32 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +33 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ომალოშიც უნლექო დღეა. დღისით +25 ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +34 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავში მზეა ნავარაუდევი. დღისით +33 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +33 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში შესაძლოა იწვიმოს, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით დასავლეთ საქართველოში სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი - გერმანელი ღვინის მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი

10.07.2026.10:50

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანელი ღვინის მაგისტრი და კონტენტ კრეატორი კონსტანტინ ბაუმი სტუმრობდა, რომელიც ქართული ღვინის მარნებსა და კომპანიებს იმერეთში გაეცნო.

კონსტანტინ ბაუმი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვინის Youtube არხის მფლობელია, 200 ათასზე მეტი გამომწერით და მილიონობით ნახვებით. საქართველოში მისი ვიზიტი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ღვინის პროფესიონალებსა და მომხმარებლებში. ბაუმი ამ დრომდე საქართველოს რამდენჯერმე სტუმრობდა, თუმცა პირველად იმყოფებოდა იმერეთის რეგიონში.

„დასავლეთ საქართველოში აქამდე არასოდეს ვყოფილვარ და ძალიან საინტერესო იყო ქვეყნის ამ კუთხეების გაცნობა და იმ ღვინოების დაგემოვნება სწორედ იმ ტერუარში, სადაც ისინი იწარმოება. ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ რამდენად მრავალფეროვანია საქართველო. განსხვავებული კლიმატური პირობების წყალობით აქ სრულიად განსხვავებული სტილის ღვინოების წარმოებაა შესაძლებელი. უფრო უხვი ნალექი, განსხვავებული ტემპერატურული პირობები ღვინოებს განსაკუთრებულ სიხალისეს, ცოცხალ ხასიათსა და გამორჩეულ არომატულ პროფილს ანიჭებს. ასევე ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა მასშტაბის მარნების მონახულება და იმის გაცნობიერება, თუ რა პოტენციალი აქვს იმერეთს მომავალში“, - აღნიშნა კონსტანტინ ბაუმმა.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი აქტივობებისა და ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული თანამშრომლობის შედეგად, შექმნილია ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენცია. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 784 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა