მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7181.5
-0.0017
flag
AZN 1.5362
-0.0008
flag
CNY 38.914
-0.0017
flag
EUR 3.0318
-0.0056
flag
GBP 3.5317
-0.006
flag
KZT 57.5
-0.0002
flag
TRY 0.0539
0
flag
USD 2.6114
-0.0014
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი 10 სექტემბერს საქართველოში

news image
mbc image

10 სექტემბერს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +29 და ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდი იქნება ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მზეა ფოთშიც. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხში დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო ამინდს ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზეა. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში უნალექო მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც მზეა დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +4 იქნება.

ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, +26 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზეა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება.

ომალოში უნალექო დღეა. დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი დღე იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თელავშიც მზეა ნავარაუდევი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა გურჯაანშიც, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება. 

რუსთავში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image რთველი კახეთში, ტრადიციულად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო

10.09.2026.10:14

კახეთის მასშტაბით ამ დროისთვის 2,7 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. რთველი კახეთის მუნიციპალიტეტებში ყურძნის სიმწიფისა და შესაბამისი კონდიციის მიხედვით, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში 230 ღვინის კომპანიაა დარეგისტრირებული. წლევანდელი მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 320 ათასი ტონის ფარგლებშია.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახეს შესაძლებლობა ექნება, ყურძენი დააბინაოს. ამ მიზნით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად ჩაიბარებს.

კონდიციური და დაუზიანებელი საფერავის, რომლის შაქრიანობა არანაკლებ 21%-ია, ფასი 1,50 ლარით განისაზღვრება. არაკონდიციური საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობა 17%-დან 21%-მდეა ან/და ყურძენი ნაწილობრივ დაზიანებულია, ფასი 0,90 ლარი იქნება. 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის ან/და დაზიანებული საფერავის ფასი 0,30 ლარით განისაზღვრება.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონით ნებადართული ვაზის ჯიშებისგან მოწეული სხვა ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის არანაკლებ 20%-ის მქონე და დაუზიანებელი ყურძნის ფასი 1,30 ლარი იქნება. 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 0,80 ლარს, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში 0,30 ლარს შეადგენს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარების პროცესის კოორდინაცია. რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე: 1501 და 032 219 37 18.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა