როგორი ამინდია მოსალოდნელი 15 ივლისს საქართველოში
15 ივლისს ქუთაისში ნალექიანი ამინდი იქნება, დღისით +27 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +22 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
სოხუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში წვიმიანი დღეა, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.
ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +21 ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მოსალოდნელია მზიანი დღე, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავშიც ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
სიღნაღში მზიანი ამინდია, დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზიანი დღეა. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ჩვენი მიდგომაა, არავის მივცეთ საშუალება, მოსახლეობას უხარისხო სამუშაოები შესთავაზოს - რევაზ სოხაძე
17.10.2026.22:21
„ჩვენი ძლიერი მხარე ის არის, რომ პრობლემებს არ ვმალავთ და ვაღიარებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც არსებობს. ამასთან, ქვეყანაში ისეთი გარემო და მიდგომები უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ვერავინ გაბედოს უხარისხო სამუშაოების შესრულება და მოსახლეობასთან უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სატელევიზიო დებატებისას განაცხადა.
მინისტრმა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ხარისხის კონტროლის მნიშვნელობაზე, სამშენებლო კომპანიების პასუხისმგებლობასა და სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძემ გრიგოლეთის მონაკვეთზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ხარისხის კონტროლის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების გამო კომპანიას კონსტრუქციის დემონტაჟი და ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა მოუწია.
„ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც საუბრობდით, ამჟამადაც აწარმოებს სამუშაოებს. მის მიერ გრიგოლეთის მონაკვეთზე აშენებული სახიდე გადასასვლელი ჩვენმა ხარისხის კონტროლმა დაიწუნა. კომპანიას მოუწია მისი დანგრევა და ახლა ახალს აშენებს. ჩვენი კონტროლის ქვეშ იქნება, რომ სამუშაოები უმაღლესი ხარისხით შესრულდეს“ -განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საკითხი მხოლოდ კონკრეტული კომპანიების დასახელებით არ შემოიფარგლოს. აუცილებელია ისეთი სისტემის არსებობა, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სატენდერო პროცედურების გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, ხოლო მეორე მხრივ, გამორიცხავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას.
რევაზ სოხაძის განმარტებით, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევა დადგენილი წესებისა და ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე უნდა ხდებოდეს, რაც კორუფციული რისკების შემცირებასაც ემსახურება. ამასთან, მინისტრმა ხაზი გაუსვა ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერის მნიშვნელობას.
„ჩვენი ბაზარი და სატენდერო პროცედურები ღია უნდა იყოს ყველასთვის და ყველა დაინტერესებულ კომპანიას მონაწილეობის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამასთან, ღიად ვაცხადებთ, რომ ქართულ კომპანიებს ვგულშემატკივრობთ. საკანონმდებლო დონეზე უკვე მიღებული გვაქვს და მომავალშიც ვაპირებთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მათ ტენდერებში მონაწილეობას გარკვეულწილად შეუწყობს ხელს. თუმცა, ამ ყველაფერთან ერთად, უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ვერავინ გაბედავს უხარისხო სამუშაოების შესრულებას“ -აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მინისტრმა ასევე ისაუბრა ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდასთან დაკავშირებულ პრობლემაზე და განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა. მისი თქმით, არსებობს მოლოდინი, რომ პრობლემა სრულად აღმოიფხვრება.
სატელევიზიო დებატებისას რევაზ სოხაძემ კობი-ქვეშეთის საავტომობილო გზის პროექტიც მოიყვანა მაგალითად და აღნიშნა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო პროექტია. მისი თქმით, უკვე აშენებულია 9-კილომეტრიანი გვირაბი, ხოლო პროექტის ფარგლებში შენდება უნიკალური თაღოვანი ხიდი, რომლის სიმაღლე 166 მეტრი, სიგრძე კი 400 მეტრია.
მინისტრის განცხადებით, პროექტის ერთ-ერთ უცხოურ კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის საწყის ეტაპზე არსებობდა უკმაყოფილება მისი საქმიანობის ორგანიზებისა და სამუშაო პროცესის მიმართ. სახელმწიფოს მხრიდან საკითხისადმი მკაცრი მიდგომისა და აქტიური მუშაობის შედეგად კომპანიამ გუნდი სრულად შეცვალა, რამაც სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობა.
„როდესაც პირველად ჩავედი ამ ობიექტზე, ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც მიუღებელი იყო კომპანიის დამოკიდებულება და მუშაობის ფორმა. ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მკაცრი მიდგომა გვქონდა. მინდა გითხრათ, რომ კომპანიამ გუნდი მთლიანად შეცვალა. ახლახანაც ვიყავი ობიექტზე და მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია. კომპანია იგივეა, თუმცა შეიცვალა მისი მიდგომა და მუშაობის ხარისხი. ეს მაგალითი აჩვენებს, რომ როდესაც კომპანია ხედავს სახელმწიფოს მკაფიო და პრინციპულ დამოკიდებულებას, მას შესაბამისი რეაგირება უწევს“ -განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, უზრუნველყოს სამუშაოების ხარისხი და მოქალაქეების ინტერესების დაცვა.