როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში
25 ივნისს ქუთაისში მცირე ნალექი იქნება, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მცირე ნალექია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც ნალექიანი დღეა, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმაა დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში წვიმიანი დღეა, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ახალქალაქშიც წვიმს, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +10 იქნება.
ბორჯომშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +29 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც ნალექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +23 ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც წვიმა იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თელავში ნალექიანი დღეა. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.
იწვიმებს გურჯაანში, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც წვიმა იქნება, დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებისათვის $25 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო შეთანხმება გაფორმდა
25.06.2026.10:29
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) კომპანია PACE Group-თან $25 მილიონი დოლარის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება გააფორმა.
,,დაფინანსება ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება, რაც ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
პროექტის განხორციელების შედეგად პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით ერთი მილიონი ტონით გაიზრდება, გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კიდევ უფრო უსაფრთხო და ეფექტიანი გახდება ვაჭრობა ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ.
აღნიშნული პროექტი ეფუძნება DFC-ისა და PACE Group-ის წარმატებულ თანამშრომლობას, რომლის ფარგლებში 2020 წელს ფოთის ახალი საზღვაო პორტის ტერმინალის განვითარებისა და მშენებლობისთვის $50 მილიონი დოლარის სესხი გამოიყო.
DFC აშშ-ის მთავრობის საერთაშორისო საინვესტიციო სააგენტოა, რომლის ინვესტიციები ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის მყარ ეკონომიკურ შედეგებს უზრუნველყოფს და ხელს უწყობს აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების მდგრად ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნულის შესახებ განცხადებას US Embassy Tbilisi ავრცელებს.