როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
28 მაისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მცირე ნალექი იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იქნება მცირე ნალექი, ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექს ელოდებიან, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მცირე ნალექია მოსალოდნელი ახალქალაქშიც, დღისით ტემპერატურა +20 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც იწვიმებს, +24 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც იწვიმებს, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ნალექიანი დღეა, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +15 ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მცირე ნალექი იქნება, დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ComCom-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შორის მედიისა და ელექტრონული კომუნიკაციების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06.10.2026.14:35
კომუნიკაციების კომისიამ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებსა და ამერიკელ ექსპერტ შეინ თიუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებლების ცვალებადი როლი იყო. შეინ თიუსი საკონსულტაციო კომპანია „ლოგან სერქლ სტრატეჯიზის“ (Logan Circle Strategies) პრეზიდენტი და „ამერიკული მეწარმეობის ინსტიტუტის“ (American Enterprise Institute) უფროსი მკვლევარია. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ციფრული ეკონომიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება, ინტერნეტის მმართველობა, მონაცემთა დაცვა და ახალი ტექნოლოგიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ელექტრონული კომუნიკაციებისა და მედიის სექტორებში არსებულ გლობალურ ტენდენციებსა და ახალ პრიორიტეტებს. მონაწილეებმა ასევე განიხილეს, რა შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ქმნის ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება მომხმარებლების, სატელეკომუნიკაციო ოპერატორების, მედიამომსახურების მიმწოდებლებისა და მარეგულირებელი ორგანოებისთვის.
დისკუსია შეეხო ხელოვნური ინტელექტის მართვასა და ამ მიმართულებით ტელეკომუნიკაციებისა და მედიის მარეგულირებელი ორგანოების როლს, ასევე ტელეკომუნიკაციების, კონკურენციის, მონაცემთა დაცვის, მომხმარებელთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში მოქმედ უწყებებს შორის კოორდინაციას.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ეფექტიან რეგულირებასა და ინოვაციას, ინვესტიციებსა და კონკურენციას შორის ბალანსზე. საუბარი შეეხო ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კიბერუსაფრთხოების რისკებსა და სატელეკომუნიკაციო ქსელების მდგრადობას.
დისკუსიის ფარგლებში განიხილეს აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული მარეგულირებელი მიდგომები და პრაქტიკული გამოცდილება.
დასასრულს, სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს როლზე გლობალურ ციფრულ გარემოში, ქვეყნის პოტენციურ კონკურენტულ უპირატესობებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე.