როგორი ამინდია მოსალოდნელი 3 ივნისს საქართველოში
3 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც მზეა. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +23 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში მზიანი დღეა. დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +16 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა მცირე ნალექიც იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ ინფრასტრუქტურა - გვინდა, ახალი არქიტექტურული ღირებულება შევქმნათ | რევაზ სოხაძე
22.09.2026.20:25
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმი SHARE Georgia 2026 გახსნა.
მინისტრმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებში არქიტექტორების ჩართულობის გაზრდაზე, არქიტექტურული კონკურსების მნიშვნელობასა და თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.
რევაზ სოხაძის თქმით, საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესში არსებული გამოწვევების შეფასების შედეგად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არქიტექტურული კონკურსების გააქტიურება იყო. ახალი მიდგომის მიზანია, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე არსებობდეს სრულყოფილად დამუშავებული პროექტი, ხოლო არქიტექტორებს მიეცეთ მეტი შესაძლებლობა, სახელმწიფო პროექტებში საკუთარი პროფესიული ხედვა და შემოქმედებითი იდეები განახორციელონ.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ წავსულიყავით კონკურსების გზით. ეს იყო საკმაოდ თამამი ნაბიჯი და ბევრი სკეპტიკოსიც ჰყავდა, თუმცა ვფიქრობ, ამ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი განმსაზღვრელი არ იყოს მხოლოდ ფასი — მნიშვნელოვანი იყოს კონცეფცია, პროექტის ვიზუალი, ფუნქციურობა და არქიტექტურული ღირებულება”, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ბოლო დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩატარებულია 80-მდე არქიტექტურული კონკურსი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 100-მდე სხვადასხვა არქიტექტურულმა ბიურომ, ხოლო გამარჯვებული დაახლოებით 45 ბიურო გახდა. ამჟამად მიმდინარეობს სკოლების, საბავშვო ბაღების, სპორტული და კულტურული ინფრასტრუქტურისა და სხვა საჯარო ობიექტების პროექტირება. გაფორმებული კონტრაქტების ღირებულება დაახლოებით 140 მილიონ ლარს შეადგენს.
მინისტრის განცხადებით, კონკურსებში პროექტების შეფასებისას მნიშვნელოვანია არქიტექტურული ხარისხის, ფუნქციურობის, სტანდარტებთან შესაბამისობის, ხარჯთეფექტურობისა და პროექტის რეალურად განხორციელების შესაძლებლობის ერთობლიობა.
„ჩვენ არ გვინდა, უბრალოდ ავაშენოთ სკოლა ან სპორტული ინფრასტრუქტურა. გვინდა, ის, რასაც საქართველოს სხვადასხვა კუთხესა და რეგიონში ვაშენებთ, იქცეს ამ რეგიონის არქიტექტურული ტონის მიმცემად და თანამედროვე, 21-ე საუკუნის არქიტექტურულ სიტყვად”, — აღნიშნა მინისტრმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა არქიტექტურული პროექტირების პროცესში არსებულ გამოწვევებზე. მისი განცხადებით, ცალკეულ შემთხვევებში პრობლემაა საპროექტო ვადების დაცვა და კონცეფციის სრულყოფილ სამუშაო პროექტად გარდაქმნა. სამინისტრო მზად არის, არქიტექტორებთან თანამშრომლობით დახვეწოს პროცესი, თუმცა საჯარო ინფრასტრუქტურის შემთხვევაში ვადების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
რევაზ სოხაძის თქმით, საქართველოს ძლიერი არქიტექტურული ტრადიცია აქვს და თანამედროვე პროექტებმა პატივი უნდა სცეს ქვეყნის ისტორიულ და ავთენტურ გარემოს და, ამავე დროს, გამოხატოს თანამედროვე არქიტექტურული ხედვა. სახელმწიფოს ამოცანაა, არქიტექტორებს მისცეს მეტი შემოქმედებითი თავისუფლება და შესაძლებლობა, საკუთარი პროფესიული ხედვა საჯარო პროექტებში განახორციელონ.
მინისტრმა ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ სამინისტრო ღიაა პროფესიულ წრეებთან დიალოგისთვის.
„ჩვენ გვინდა, ვიყოთ საიმედო პარტნიორი, რომელიც არქიტექტორებს მისცემს შესაძლებლობას, საკუთარი ხედვა განახორციელონ და თავისი სიტყვა თქვან ქართულ არქიტექტურაში. კარგად გვესმის, რომ ინფრასტრუქტურას ვერ ავაშენებთ არქიტექტორების, მშენებლების, ინჟინრებისა და ურბანისტების გარეშე. ჩვენ პარტნიორები ვართ და მთავარი არის, ერთად შევქმნათ ის ობიექტები, რომლებიც მომავალ თაობებს და ჩვენს ქვეყანას დარჩება“, — განაცხადა რევაზ სოხაძემ.
SHARE Georgia 2026 საერთაშორისო არქიტექტურული ფორუმის მესამე გამოცემაა. ღონისძიება ქართველ და უცხოელ არქიტექტორებს, ინჟინრებს, ურბანისტებსა და დეველოპერებს აერთიანებს. ფორუმში მონაწილეობს დაახლოებით 350 პროფესიონალი და 20 ქვეყნიდან 30 სპიკერი. პროგრამის ძირითადი მიმართულებებია თანამედროვე არქიტექტურა, ურბანული განვითარება, მასშტაბური პროექტები და ფასადების დიზაინი.
SHARE-ის საერთაშორისო პროფესიული ქსელი ყოველწლიურად 25-ზე მეტ კონფერენციას მართავს ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.