როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
27 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +5 და ღამით +3 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +6, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +5 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერი +4 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმს, დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც იწვიმებს, დღისით +1 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში თოვლს ელოდებიან. ტემპერატურა დღისით -1, ღამით -9 დაფიქსირდება.
ბორჯომშიც წვიმიანი დღეა, +2 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -7 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +3 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -9 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვლია. დღისით -2 ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება თელავში, +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმა იქნება გურჯაანში. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში სავარაუდოდ, უნალექო დღე იქნება, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმს რუსთავში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც წვიმაა ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
დღის ტოპ 10 სიახლე
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
სხვა სიახლეები
პროფესიული გადამზადების პროგრამაზე, „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“, რეგისტრაცია იწყება
24.04.2026.13:12
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ რეგისტრაციას აცხადებს.
პროგრამის მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების- მეტყევე-ტაქსატორების მომზადება. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს და შეძლებენ საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, ასევე სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
სასწავლო პროცესი მოიცავს, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს. თეორიული სწავლება გაიმართება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, კვირაში სამი დღის განმავლობაში. პრაქტიკული ნაწილი კი ჩატარდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ბაკურიანში, 21 დღის განმავლობაში.
პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები გაივლიან საბოლოო შეფასებას და წარმატების შემთხვევაში მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს. კურსდამთავრებულებს ექნებათ დასაქმების შესაძლებლობა ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
პროგრამას ახორციელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ პროგრამაზე რეგისტრაცია 27 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. მსურველთა გასაუბრება 8 მაისს გაიმართება, ხოლო სასწავლო პროცესი 11 მაისს დაიწყება და 3 ივლისს დასრულდება.
პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირას შეადგენს და მასზე სწავლა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ვებგვერდზე: https://vet.ge/
პროგრამაზე დაშვების წინაპირობას წარმოადგენს სატყეო ან მომიჯნავე სფეროში ბაკალავრის ხარისხი და აუცილებელი ჯანმრთელობის ცნობის (ფორმა 100) წარდგენა.