როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
4 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი 6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +20 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 1 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +13 ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა 1 კილოგრამამდე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს
26.06.2026.20:35
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ ,,ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დეტალური დათვალიერების შედეგად, 1 კილოგრამამდე მალულად განთავსებული არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღკვეთეს.
არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ 186 560 ლარი შეადგინა.
6 კანონდამრღვევი მოქალაქის მიმართ საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით, ჯამში - 17 502 ლარით დაჯარიმდა.