მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7267.8
-0.0018
flag
AZN 1.5776
-0.0014
flag
CNY 39.488
-0.0006
flag
EUR 3.1404
-0.019
flag
GBP 3.6245
-0.0235
flag
KZT 57.11
-0.0078
flag
TRY 0.059
-0.0002
flag
USD 2.6818
-0.0025
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image

11 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +27 და ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც ღრუბლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +27, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმში ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ახალქალაქშიც, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +23 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ღრუბლიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ComCom-ის თავმჯდომარემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან მიმდინარე თანამშრომლობა და სამომავლო პროექტები განიხილა

13.05.2026.17:49

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ, მსოფლიო ბანკის ციფრული განვითარების სპეციალისტთან, ჰიმატ სინგჰ სანდჰუსთან შეხვედრა გამართა, რომელიც კომისიისა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის საკითხებსა და „Log In Georgia“-ს პროექტის მიმდინარეობის განხილვას დაეთმო.

შეხვედრის ფარგლებში, გოგა გულორდავამ ხაზი გაუსვა მსოფლიო ბანკის როლს ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პარტნიორია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, რეგიონული განვითარების, ციფრული ჩართულობისა და საერთაშორისო პოზიციონირების მიმართულებით. მადლიერნი ვართ მსოფლიო ბანკის მიერ შეტანილი წვლილისთვის საქართველოს, როგორც ციფრული ჰაბის პოტენციალის წარმოჩენაში.“ - განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება პროექტ „Log-in Georgia”-ს განხილვას დაეთმო. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა თავმჯომარესთან აღნიშნა, რომ ComCom წარმატებით ახორციელებს პროექტის ფარგლებში მასზე დაკისრებულ მიმართულებებს, რაზეც მათ შორის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობისა და უკვე არსებული შედეგები მეტყველებს. გოგა გულორდავამ აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს პროექტის შესაბამისი კომპონენტები.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო მხარდაჭერის კონკრეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა