როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
29 მაისს ქუთაისში დღისით +28 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც უნალექო ამინდია, დღისით ტემპერატურა +29, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმში +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +24 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში, დღისით +26 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +15 ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
მერიის დაფინანსებით მოსახლეობას საშუალება ექნება ფილტვის კიბოს სკრინინგი უფასოდ ჩაიტაროს -
ბექა მიქაუტაძე
29.05.2026.16:17
თბილისის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ, დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც თბილისის მერია სრულად აფინანსებს, მოსახლეობას საშუალება ექნება სხვადასხვა კლინიკაში ფილტვის კიბოს სკრინინგი ჩაიტაროს.
„მინდა მოვუწოდო მოსახლეობას - მწეველებს და არამწეველებს - ყველამ ჩაიტაროს უფასო ფილტვის კიბოს სკრინინგი, რომლებსაც ქალაქ თბილისის მერია აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში ამ მომსახურებას უამრავი კლინიკა გვთავაზობს. არაერთი კლინიკა მეც დამიკავშირდა და მოხარული ვარ, რომ ისინი აქტიურად არიან ჩართულები. მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ ისარგებლოთ იმ სიკეთით, რომელსაც ქალაქ თბილისის მერია გთავაზობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
როგორც ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, პროექტის ფარგლებში იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც რეგისტრირებულ მისამართად დაფიქსირებული აქვთ ქალაქი თბილისი, ასევე ექნებათ წვდომა ისეთ მნიშვნელოვან სერვისზე, როგორიც არის ფილტვის კიბოს სკრინინგი.