როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 ივნისს ქუთაისში მზიანი დღე იქნება, დღისით +31 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღე უნალექოდ ჩაივლის, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
სოხუმშიც მზეა, +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც მზეა, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზეს ელოდებიან. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც მზიანი დღეა, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.
ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.
ომალოში უნალექო ამინდს ელოდებიან. დღისით +22 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მცირე ნალექს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზეა, დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მზეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა
17.06.2026.10:52
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ლონდონში Central Banking-ის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ჩეხეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ალეშ მიხლი და უნგრეთის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ზოლტან კურალი.
პანელის მონაწილეებმა განიხილეს გეოპოლიტიკური პროცესების გავლენა ცენტრალური ბანკების საქმიანობაზე, მონეტარული პოლიტიკის განხორციელებასა და საერთაშორისო რეზერვების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიებზე, სტეიბლქოინებისა და ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების განვითარების ტენდენციებზე, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში ნინო ჯელაძემ ევროპის სხვადასხვა ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებიც გამართა. მხარეებმა განიხილეს ცენტრალურ ბანკებს შორის პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების მიმართულებით არსებული გამოწვევები, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, პრაქტიკული გამოყენების საკითხები.
Central Banking-ის ყოველწლიური შეხვედრები ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება პროფესიული გამოცდილების გაზიარებისა და აქტუალური საკითხების განხილვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს.