მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.6
-0.0022
flag
AZN 1.5607
-0.0007
flag
CNY 39.184
-0.009
flag
EUR 3.0408
-0.0379
flag
GBP 3.5101
-0.0504
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0571
-0.0002
flag
USD 2.6527
-0.0016
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image
mbc image

19 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +29 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ოზურგეთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია. დღისით +29, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც იწვიმებს, +25 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმაა მოსალოდნელი, +30 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +20 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან ამინდის ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხისა და ჭითაწყარის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

19.06.2026.11:38

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით სოფელ რუხის საჯარო სკოლის მშენებლობასა და სოფელ ჭითაწყარის საჯარო სკოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 

მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერეს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შონიამ და ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ. 

სოფელ ჭითაწყარის 300 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. სოფელ რუხში კი 100 მოსწავლეზე გათვლილი ახალი საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. 

პროექტების ფარგლებში მოეწყობა საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკები, სამეცნიერო ლაბორატორიები, კვების სივრცეები, ადმინისტრაციული და მუსიკის ოთახები, სპორტული დარბაზები, სათამაშო მოედნები და რეკრეაციული ზონები.

ორივე სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა