მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7190.8
0.0066
flag
AZN 1.5558
-0.0003
flag
CNY 38.967
0.0033
flag
EUR 3.0141
-0.0015
flag
GBP 3.4996
0.0044
flag
KZT 55.31
0.0079
flag
TRY 0.0567
0
flag
USD 2.6444
-0.0009
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image
mbc image

1 ივლისს ქუთაისში დღე უნალექოდ ჩაივლის დღისით +31 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ოზურგეთშიც მზიანი ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +21 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზეა მოსალოდნელი. დღისით +30, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმშიც მზეა, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზეა. ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც უნალქო დღეა მოსალოდნელი, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც მზეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც მზეა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზეა. დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მზეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება.

ომალოში უნალექო ამინდს ელოდებიან. დღისით +21 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია მზე. დღისით +32 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მოსალოდნელია მზიანი დღე. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის, დღეს კომპანიამ უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა, რომელთაც უკვე გავლილი აქვთ საერთაშორისო ხარისხის კონტროლი - გივი მიქანაძე

01.07.2026.09:37

სამი თვის წინ დავიწყე პროექტი „მინისტრის შეხვედრა მშობლებთან“ და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. 

მისი თქმით, იყო წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა სხვა კლასებიც.

„ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი ფორმის ტარების კულტურას. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ. 

წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში გაიხსნება. ყველაფერი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება. 

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მაქსიმალურად გვეხმარებიან”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრმა სასკოლო ფორმების ქსოვილის შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმა იქნება მაღალი ხარისხის. ქსოვილის შესახებ არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განსაკუთრებით პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა პოლიესტერის გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან შერეული შესაბამისი კონცენტრაციები, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ფორმას მოქნილობას ანიჭებს და მის ცვეთადობას ამცირებს. ყველა ფორმას - იქნება ეს პიჯაკი, შარვალი თუ ქვედაბოლო - აქვს ანტიალერგიული სარჩული.

ზუსტად დღეს, თქვენთან სტუმრობამდე, მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც უკვე პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება. რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება, შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე ჩვეთან შეფასდება ხარისხობრივი თვალსაზრისით.

უახლოეს დღეებში ჩვენ დავადგენთ ფასს, რომელიც განისაზღვრება როგორც პიჯაკებისთვის, ასევე შარვლებისა და ქვედაბოლოებისთვის. სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ფასი იქნება რამდენჯერმე იაფი კერძო სკოლების ფორმების ფასთან შედარებით. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებულია 65 000 ან ნაკლები სარეიტინგო ქულით და ჰყავს დაწყებითი კლასის მოსწავლე, ფორმას სრულიად უსასყიდლოდ მიიღებს.

ჩვენი მიზანი იყო და არის, რომ ეს საქმიანობა ქართულ კომპანიებთან ერთად განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ბაზრის კვლევა და ტენდერი თავისუფალი მონაწილეობის შესაძლებლობას ითვალისწინებს, პირველი ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლენილმა კომპანიამ, სამწუხაროდ, ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაცია სრულყოფილად ვერ წარმოადგინა. კანონმდებლობიდან გამომდინარე, აღნიშნული ბაზრის კვლევა ვერ შედგა.

კომპანია, რომელთანაც ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება, ჩინეთში უმაღლესი სტანდარტის მქონე და ნომერ პირველი სასკოლო ფორმების მწარმოებელია. ამ კომპანიის ხელმძღვანელი უკვე ჩამოსულია საქართველოში. დღეს მასთან შეხვედრა გავმართეთ და სრული გარანტია მივიღეთ როგორც ხარისხზე, ასევე ვადებზე,” - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა