მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.3
-0.0079
flag
AZN 1.5546
-0.0004
flag
CNY 38.907
0.0005
flag
EUR 3.0144
0.0021
flag
GBP 3.5221
0.0192
flag
KZT 55.71
0.0054
flag
TRY 0.0566
0
flag
USD 2.6424
-0.0007
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image
mbc image

3 ივლისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +32 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება.

ოზურგეთში მზიანი ამინდია. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +30, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

სოხუმში იწვიმებს, +29 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მოსალოდნელია მცირე ნალექი წვიმის სახით. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალქალაქშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ხოლო ღამით +10 გრადუსი იქნება.

ბორჯომში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, +27 იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს. დღისით +32 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება.

ომალოში ნალექიან ამინდს ელოდებიან. დღისით +22 ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. ანალოგიური ამინდი იქნება დღეს თელავში, სადაც დღისით +31 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანში, დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია მზიანი დღე. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 9 ივლისს თბილისში დასაქმების ფესტივალი გაიმართება

03.07.2026.10:06

HR hub-ის ორგანიზებით, 9 ივლისს, სასტუმრო Courtyard Tbilisi-ში (თავისუფლების მოედანი N4), 17:00-19:00 საათზე, დასაქმების მასშტაბური ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 20-ზე მეტი კომპანია აქტიური ვაკანსიებით.

კანდიდატებთან შეხვედრის დროს კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ, თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის, კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოსა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები დამსაქმებლებს და უშუალოდ გაესაუბრონ HR მენეჯერებს.

ღონისძიებაზე უნიკალური შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ რეკრუტინგისა და კარიერული განვითარების ექსპერტს საერთაშორისო გამოცდილებით, დავით ხელიძეს, რომელიც გაგიწევთ ინდივიდუალურ კარიერულ კონსულტაციას.

ფესტივალის ფარგლებში შეძლებთ მიიღოთ:

• კარიერული კონსულტაცია;
• რეზიუმესა და LinkedIn პროფილის შეფასება;
• პირადი ბრენდის განვითარების რეკომენდაციები;
• გასაუბრებისთვის მომზადების პრაქტიკული რჩევები;
• კონსულტაცია საერთაშორისო და დისტანციური დასაქმების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ყველა დაინტერესებულ ადამიანს.

თუ სამსახურს ეძებთ ან ფიქრობთ კარიერულ ცვლილებაზე, ეს ფესტივალი შესანიშნავი შესაძლებლობაა ერთ სივრცეში გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიის შეთავაზებებს და იპოვოთ თქვენთვის სასურველი სამსახური.

დასაქმების ფესტივალის მხარდამჭერები არიან GeosoftDigital studio Invitee - ციფრული მოსაწვევების პრემიუმ ვებ გამოცდილება და საერთო სამუშაო სივრცე NETWORK.

დამსაქმებლებმა მონაწილეობისთვის მოგვწერეთ: info@hrhub.ge

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა