როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
17 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.
ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა ფოთში. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში მზიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
სოხუმში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, +28 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში მზიან დღეს პროგნოზირებენ. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში მზიანი დღეა, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
ახალქალაქში დღისით +28 გრადუსი, ღამით კი +16 იქნება.
ბორჯომში მზიანი დღეა მოსალოდნელი, +28 იქნება დღისით, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 9 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორში, დღისით +30 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ცხინვალშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში იწვიმებს. დღის განმავლობაში +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.
ომალოში დღისით +24 ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსი იქნება, ღამით კი +22 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.
თელავში მზიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
მზიანი დღეა გურჯაანში, დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო დღე იქნება, დღისით +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +20 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში მოსალოდნელია მცირე ნალექი. დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი ამინდი და ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
სხვა სიახლეები
თელავში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება
17.07.2026.09:05
თელავის ხევზე სათავე ნაგებობამდე მისასვლელი გზის გაყვანა დასასრულს უახლოვდება, რის შემდეგაც დამცავი ჯებირების გაწმენდითი სამუშაო დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს მდინარის კალაპოტის გაფართოება და ფორმირება, რაც როგორც აღინიშნა, მომავალში სტიქიური მოვლენების პრევენციისთვის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
სტიქიის ეპიცენტრში სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. რამდენიმე სოფელს სასმელი წყალი ისევ შეფერხებით მიეწოდება. ამ ეტაპზე იწმინდება გზები, რათა მძიმე ტექნიკამ წყლის სათავე ნაგებობამდე მისვლა შეძლოს და გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.