მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7202.1
-0.0079
flag
AZN 1.5281
-0.0011
flag
CNY 39.062
-0.0002
flag
EUR 2.9108
-0.0008
flag
GBP 3.4814
-0.0088
flag
KZT 57.36
0.0005
flag
TRY 0.052
0
flag
USD 2.5973
-0.0019
news banner

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

news image
mbc image

18 სექტემბერს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 და ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ხანმოკლე წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

ბათუმშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა ფოთში. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.

სოხუმში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი დღეა, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. 

ლენტეხში წვიმიან ამინდს ელოდებიან. ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც ნალექია. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

ახალქალაქშიც იწვიმებს, დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც ნალექია მოსალოდნელი, +24 იქნება დღისით, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორში, დღისით +27გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ცხინვალშიც წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში წვიმაა მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +20 ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

თელავშიც წვიმაა ნავარაუდევი. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.

უნალექო დღეა გურჯაანში, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მოსალოდნელია წვიმა. დღისით +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც ხანმოკლე წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილი ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდა

03.11.2026.16:38

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრაზე ციტრუსის სეზონის შეუფერხებლად წარმართვის, მოსავლის რეალიზაციის, საექსპორტო ლოგისტიკისა და მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოების კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფერმერების მხარდაჭერას, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებასა და სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის განხორციელებას.

„ციტრუსის სეზონის წარმატებით წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ჩართული მხარე შეთანხმებულად მუშაობდეს. ჩვენი მიზანია, სეზონის განმავლობაში დროულად ვუპასუხოთ არსებულ საჭიროებებს, ხელი შევუწყოთ ფერმერებსა და საწარმოებს შორის ეფექტიან თანამშრომლობას და უზრუნველვყოთ მოსავლის სრულად ათვისება. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საექსპორტო მანდარინის რეალიზაციას, ისე არასტანდარტული ნაყოფის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის ორგანიზებულად წარმართვას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ჩაქვის ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერეს, მათ შორის, სათბური, სადაც ციტრუსოვანთა 15 ჯიშია განთავსებული. აღნიშნული ჯიშები საქართველოს ეროვნულ კატალოგშია რეგისტრირებული.

დავით სონღულაშვილმა, ზურაბ პატარაძესა და დენის სალუქვაძესთან ერთად, სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში საადრეო მანდარინის კრეფის პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრთან ერთად, ციტრუსის სანერგე-სადემონსტრაციო ნაკვეთში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი წკრიალაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა